მომღერალ R.Kelly-ს სექსუალური ძალადობის საქმეზე 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მთლიანობაში მუსიკოსს პატიმრობაში 31 წლის გატარება მოუწევს. მედიის ცნობით, არტისტის ადვოკატთა გუნდი აპირებს სააპელაციო სასამართლოს მიმართოს.
შეგახსენებთ, ჩიკაგოს პოლიციამ R.Kelly 2019 წელს დააკავა. მას საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელების ბრალდებით 30-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას ასევე სექსუალურ ძალადობაში, სექსუალურ თავდასხმაში, გაუპატიურებაში, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში, გამოძალვაში და მოტაცებაში ადანაშაულებენ.
პედოფილიაში, გაუპატიურებასა და ადამიანებით ვაჭრობაში ბრალდებული R. Kelly სასამართლომ დამნაშავედ ცნო