LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა აფერხებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას?

79

ვიზალიბერალიზაციის პროცესს ბევრი ფაქტორი აფერხებს, მათ შორის, მიგრაციის კრიზისი და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, ამის შესახებ “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი აზრით, უვიზო მიმოსვლას, ერთი მხრივ, აჭიანურებს, ზოგადად,  დევნილების კუთხით ევროპაში არსებული ვითარება, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითრება.

“უკეთესი იქნებოდა, აქამდე არ მოვსულიყავით და საქართველო მიგრანტთა კრიზისამდე უფრო ადრე ყოფილიყო მზად ვიზალიბერალიზაციისათვის. ამ პროცესს აფერხებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დევნა, მათ შორის, კორცხელის ინცინდენტი, შეტევა რუსთავი ორზე და ა.შ. ეს ყველაფერი არ უწყობს ხელს ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველოს მხარდაჭერაზე ღიად ისაუბრონ.  ეს შიდა პრობლემები რომ არ გვქონოდა, უვიზო მიმოსვლის საკითხზე ბოლო წამამდე არ იყოყმანებდნენ” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

“საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ რამდენიმე დაკარგულმა თვემ საქართველო  მიგრაციული კრიზისის ტალღაში მოაყოლა. მიზი აზრით, ძნელია გამოცნობა, როდის მიიღებს საქართველო უვიზო მიმოსვლას, თუმცა ამბობს, რომ ეს საერთო ეროვნული საკითხია და იმედს გამოთქვამს, პროცესი მალე წარმატებით დასრულდება.

“ქვეყნის შიგნით დაძაბულობამ არ შექმნა ხელსაყრელი გარემო, რომ ბოლომდე გაიტანონ ევროპელმა მეგობრებმა ეს საკითხი. თუმცა, ვნახოთ, მომდევნო სხდომა, როგორც ვიცი 9-10 ივნისს ჩაინიშნა და დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g