LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის „ჯინექსპერტის“ აპარატი, რომელიც ინფექციას 50 წუთში ადგენს

574
20200227165734

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის უახლეს მეთოდს გამოიყენებს, რომელიც ინფექციას უმოკლეს დროში დაადგენს. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე ექიმ-ლაბორანტმა ხატია მიქაბერიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, „ჯინექსპერტის“ აპარატი არის აბსოლუტურად დახურული სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, ადამიანური ხელით დაშვებული შეცდომა გამორიცხოს.

„ჩვენმა ლაბორატორიამ ლევან რატიანთან ერთად მოახერხა, რომ ყველა კვლევა, რაც კი კორონავირუსთან იყო დაკავშირებული, არის აწყობილი. კლინიკას კვალდაკვალ მივყვებით. შესაბამისად, გაგვაჩნია ყველა საშუალება და რესურსი, რომ გავტესტოთ პაციენტები სხვადასხვა კვლევაზე, მაგრამ არის ისეთი კვლევაც, რომელიც საკმაოდ მაღალტექნოლოგიურია. ეს გახლავთ „ჯინექსპერტის“ აპარატი, რომელიც 50 წუთში გვაძლევს შედეგს. აქ ხდება თავად ვირუსის ნუკლეინის მჟავების გამოვლენა კატრიჯული მეთოდით. არის აბსოლუტურად დახურული სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ადამიანური ხელით დაშვებული შეცდომა გამოირიცხოს. გარდა ამისა, ზუსტი შედეგი გვაქვს ძალიან სწრაფ დროში, რადგან სხვა მეთოდით, მეორე დღეს გვაქვს შედეგი, ეს არის ძალიან კარგი მეთოდი”, – განაცხადა მიქაბერიძემ.

საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-ლაბორანტის თქმით, აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა რამდენიმე მიმართულების კვლევებშიც, როგორიცაა პაციენტებში ტუბერკულიოზებისა და ჰეპატიტების შემთხვევა. მიქაბერიძის თქმით, ახალი მეთოდი აპრობირებულია აშშ-ში. კლინიკაში აცხადებენ, რომ კვლევას მძიმე პაციენტებსა და რისკის მქონე პაციენტებს ჩაუტარდებათ.

“ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ საკმაოდ მაღალი სპეციალობის და მაღალი მგრძნობელობის მქონე ტესტი გვქონდეს იმ პაციენტებისთვის, ვისაც ასევე სჭირდება იმის დადასტურება გამოჯანმრთელებულია თუ ინფიცირებას აქვს ადგილი, რათა რეაგირება უფრო სწრაფად მოვახერხოთ. ეს მეთოდი მსოფლიოში აპრობირებულია. გამოიყენება სხვადასხვა კვლევებისთვის, არის ტუბერკულიოზებისა და ჰეპატიტების კვლევა. საკმაოდ წარმატებულად მოქმედებს და ზუსტია“, – განაცხადა ხატია მიქაბერიძემ.

“რემდესივირი მკვეთრ დადებით შედეგს არ იძლევა”: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალ, უნიკალურ მეთოდს გამოიყენებენ

კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ გაიტესტა „ჯინექსპერტ“ მეთოდი, რომლის საშუალებითაც, განხორციელდება კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების ინფიცირების გამოვლენა მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ. რატიანი განმარტავს, რომ აღნიშნული მეთოდი მასობრივი არ იქნება.

„ეს არის უნიკალური მეთოდი. ალბათობა, რომ შეცდომა იქნას დაშვებული, მინიმუმამდე არის დაყვანილი, რადგან მასში არ მონაწილეობს ადამიანის ფაქტორი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.