LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის წარბისა და წამწამების ლამინირება და როგორ მოვუაროთ მას – პრაქტიკული რჩევები – სილამაზის აკადემია

418
Untitled design (70)

რა არის წარბისა და წამწამების ლამინირება და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცედურის ჩატარებისას – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ესთეტიკური ცენტრის, Misel-ის დამფუძნებელი, ექიმი-კოსმეტოლოგი, თეონა თეთრუაშვილი საუბრობს.

რა არის ეგზოსომები – სილამაზის აკადემია

რა არის ლამინირება?

ლამინირება, ეს არის პროცედურა, რომლის მიზანია თმის (წარბისა და წამწამების) ფორმის, მიმართულებისა და სტრუქტურის შეცვლა ისე, რომ ვიზუალურად გამოიყურებოდეს უფრო სქელი, მოვლილი და მიმზიდველი. წარმოიდგინეთ, თითქოს ყოველდღე იდეალურად დავარცხნილი წარბები გაქვთ, გელი არ გჭირდებათ, არც ფანქარი, არც ფუნჯი, უბრალოდ იღვიძებთ და თქვენი წარბი ფორმაშია წამწამების შემთხვევაში – წამწამები ოდნავ იხვევა ზემოთ, სქელდება და უფრო მკვეთრ მზერას ქმნის.

ეს პროცედურა ქიმიურია? საშიში ხომ არ არის?

კი, პროცედურა ქიმიურია, მაგრამ სწორად შესრულების შემთხვევაში აბსოლუტურად უსაფრთხოა. გამოიყენება სპეციალური პრეპარატები, რომლებიც ზუსტად არის გამიზნული წარბის ან წამწამის თმისთვის. პრობლემა მაშინ იწყება, როცა პროცედურას ატარებს გამოუცდელი ადამიანი ან უხარისხო საშუალებებით. ამიტომ ყოველთვის უნდა აირჩიოთ სერტიფიცირებული სპეციალისტი.

ვინ უნდა გაიკეთოს ლამინირება? ყველას უხდება?

ლამინირება შესანიშნავია მათთვის, ვინც:

• ყოველდღე იყენებს წარბის გელს ან წამწამის ტუშს და სურს ბუნებრივი ვიზუალი.

• აქვს წამწამები, რომლებიც პირდაპირ ეშვება და არ არის დახვეული.

• წარბის თმა ხისტია, ან არ ემორჩილება.

• ან უბრალოდ უყვარს ბუნებრივი ეფექტი, მაგრამ სურს მკვეთრი გამომეტყველება. მაგრამ ყველასაც არ ერგება, მაგალითად, თუ წარბი ან წამწამი ძალიან თხელია ან დაზიანებული, პროცედურა შეიძლება დამატებით სტრესად იქცეს. ასევე უნდა მოერიდონ:

• ძალიან მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანები,

• ალერგიული ადამიანები (განსაკუთრებით, თუ არ გაუკეთებიათ წინასწარი ტესტი).

რა ეტაპები აქვს პროცედურას?

პროცედურა დაახლოებით 40–60 წუთს გრძელდება და რამდენიმე ეტაპისგან შედგება: 1. გაწმენდა და დეზინფექცია – კანი და თმა იწმინდება ყველა მინარევისგან. 2. სპეციალური ხსნარით თმის ცხიმოვნების მოშორება 3. ფორმირება – წარბის ან წამწამის თმას ვაძლევთ სასურველ ფორმას 4. ფიქსაცია – ახალ ფორმას ვაფიქსირებთ. 5. შეღებვა 6. გამაჯანსაღებელი ფაზა (კერატინი, ბოტოქსი ან ზეთი) – თმის გამაგრება, ბზინვარება და სტრუქტურის გაჯანსაღება.

მართალია, რომ ლამინირება წამწამებს „ზრდის“?

ეს ერთი გავრცელებული მითია — რომ თითქოს წამწამები იზრდება ან გრძელი ხდება. რეალურად, ლამინირება არ ზრდის წამწამებს, არამედ უბრალოდ ასწორებს, და ხაზს უსვამს მათ ბუნებრივ სიგრძეს. ბევრს ჰგონია, რომ წამწამები გრძელი გახდა, მაგრამ სინამდვილეში მანამდე ის ეშვებოდა დაბლა ან იყო დახვეული და უბრალოდ არ ჩანდა.

რამდენ ხანს რჩება ეფექტი?

საშუალოდ 4–6 კვირა, ზოგ შემთხვევაში – 8 კვირამდე. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს მოვლას – ანუ როგორ გავუფრთხილდებით პროცედურის შემდეგ. როგორ უნდა მოვუაროთ წარბს ან წამწამს ლამინირების შემდეგ? პირველი 24 საათი ძალიან მნიშვნელოვანია:

• არ უნდა დაიბანოთ წარბი/წამწამი,

• არ უნდა გამოიყენოთ მაკიაჟი, ზეთები, კრემები,

• 24 საათი არ შეიძლება ვარჯიში და საუნა შემდგომ დღეებში კი:

• კვირაში 2-ჯერ შეგიძლიათ წაისვათ ზეთი (არგანი, ვიტამინით E გამდიდრებული),

• და რაც მთავარია – ნუ დაწვებით ბალიშზე სახით

რამე საფრთხე თუ შეიძლება დადგეს?

საფრთხე მაშინ ჩნდება, როცა:

• პროცედურა ტარდება ხშირად – მაგალითად, ყოველ 2 კვირაში (რაც კატეგორიულად არ შეიძლება),

• ან როცა მომხმარებელს გონია, რომ “ეს ხომ უბრალოდ გელია” და საკუთარ თავზე ატარებს. ყველა შემთხვევაში აუცილებელია პროფესიონალი და ხარისხიანი საშუალებები. სხვა შემთხვევაში, შეიძლება მივიღოთ: ალერგია, კანის გაღიზიანება, თმის სისუსტე ან თმის ცვენა.

რას ურჩევთ მსმენელს, ვინც პირველად ფიქრობს ლამინირებაზე?

პირველი რჩევაა – არ შეგეშინდეთ! ლამინირება არ არის სახიფათო, თუ სწორად კეთდება. უბრალოდ:

• აირჩიეთ სპეციალისტი, რომელსაც ენდობით,

• გააკეთეთ ალერგიული ტესტი (განსაკუთრებით წამწამზე),

• დაისახეთ მიზანი: რას ელით პროცედურისგან, ბუნებრივ ეფექტს, მკვეთრს თუ კორექციას? და გახსოვდეთ: ლამინირება არ გცვლის, უბრალოდ ამკვეთრებს იმას, რაც უკვე გაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები