LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე ზამთრის რეჟიმიდან გაზაფხულის სეზონზე გადასვლა – სილამაზის აკადემია

366
შალვა-აბულაძე

რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე ზამთრის რეჟიმიდან გაზაფხულის სეზონზე გადასვლა – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ რეაბილიტოლოგმა შალვა აბულაძემ ისაუბრა.

რატომ შრება კანი?

კანის სიმშრალის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

ტემპერატურის ცვლილება 

ზამთარში ჰაერი უფრო მშრალია, ხოლო გაზაფხულზე ტენიანობა იზრდება. კანი ვერ ეგუება სწრაფ ცვლილებებს და დროებით შეიძლება გამოშრეს და გაღიზიანდეს.

გათბობის სისტემები

ზამთარში ინტენსიური გათბობა ამცირებს ტენიანობას ტენიანობას სახლში,რაც კანს აშრობს. გაზაფხულზე ეს გარემოება იცვლება. მაგრამ კანი ჯერ კიდევ მშრალია.

სეზონური ადაპტაცია

კანი ცდილობს ახალ პირობებზე მორგებას, მაგრამ ეს პროცესი ყოველთვის სწრაფი არ არის, ამიტომ ჩნდება სიმშრალე და ხანდახან სიწითლეც.

რატომ იჩენს ცელულიტი გაზაფხულზე თავს უფრო მეტად?

სიცივეში სისხლძარღვები უფრო ვიწროვდება, ხოლო სითბოში ფართოვდება. ეს ცვლილებები გავლენას ახდენს ქსოვილებზე და შეიძლება უფრო შესამჩნევი გახადოს ცელულიტი.

ასევე მოქმედებს ჰორმონალური ფაქტორები. გაზაფხულზე მზის სინათლის ზრდა და აქტიურობის მატება ჰორმონალურ ბალანსზე მოქმედებს. რაც ცხიმის განაწილებას და წყლის შეკავებას ცვლის.

რა გავლენა აქვს სეზონურ მასაჟს?

სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება ხელს უწყობს ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების უკეთეს მიწოდებას ქსოვილებში.

ამცირებს სპაზმებს და ტკივილს, განსაკუთრებით ხანგრძლივ ჯდომის ან სტრესის შემდეგ.

რეგულარული მასაჟი ხელს უწყობს ორგანიზმის აღდგენით პროცესებს, მოძრაობის დიაპაზონის გაზრდა აუმჯობესებს მოქნილობას და სახსრების მუშაობას.

რელაქს მასაჟი სასურველია მინიმუმ თვეში ორჯერ გაკეთდეს, რადგან ნერვული სისტემის დამშვიდებით ორგანიზმი გადადის მშვიდ რეჟიმში, უმჯობესდება ძილი, შფოთვა და დეპრესიის სიმპტომები შემსუბუქდება, რაც ადამიანს ეხმარება ემოციური ბალანსის აღდგენაში.

რჩევები მათ  ვინც ვერ ახერხებს დროის უქონლობის გამო ცენტრებში სიარულს.

  1. წყლის რეგულარული მიღება (არა ნაკლებ 1500 გრამისა)
  2. სუფთა ჰაერზე მინიმუმ 30 წუთი სეირნობა
  3. ძილის რეჟიმის მოგვარება (რამდენადაც ეს შესაძლებელია)
    სწორად დასვენებისთვის დახარჯული დრო აორმაგებს თქვენს ენერგიას ზრდის პროდუქტიულობას და აუმჯობესებს მეხსიერებას.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები