LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ტრანსფორმაცია და რატომ გვეხმარება ეს პროცესი – FM ქოუჩი

114
ნინო-ეფხოშვილი

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის ტრანსფორმაცია და რატომ გვეხმარება ეს პროცესი – გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების ტრენერი, ქოუჩი ნინო ეფხოშვილი.

 

რას ნიშნავს ტრანსფორმაცია?

როცა ტრანსფორმაციაზე ვსაუბრობთ, რაც ნიშნავს გარდასახვას, სახეცვლილებას, გარდაქმნას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ვიდრე სახეცვლილება გახდება ხილული, ეს პროცესი ცნობიერების დონეზე იწყება. ქოუჩინგი, როგორც საუკეთესო საშუალება ტრანსფორმაციისთვის, იწყებს მუშაობას კლიენტთან ცნობიერების დონეზე. სადაც ხდება ადამიანის მსხვერპლის ცნობიერებიდან ე.წ. ბატონ-პატრონის ცნობიერებაზე გადმოყვანა. სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ცხოვრობს მსხვერპლის ცნობიერებით. ისინი ფიქრობენ, რომ მათი შედეგების ნაკლებობა სხვების ბრალია, რომ ისინი არიან გარემოების მსხვერპლი, არ დაიბადნენ სწორ ადგილას, არ ჰყავთ სწორი მშობლები და ა.შ.

ცნობიერების ამ დონეზე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. სანამ გგონია რომ სხვა არის დამნაშავე შენს პრობლემებში, ცხადია, არაფერს გააკეთებ მათ მოსაგვარებლად. ამიტომ პირველი ნაბიჯი ეს არის ცნობიერების დონის ტრანსფორმაცია.

როგორც აინშტაინი ამბობს, შეუძლებელია მოაგვარო პრობლემა ცნობიერების იმ დონეზე, რომელზეც ის წარმოიშვა. ეს პროცესი იწყება პასუხისმგებლობით, ცნობიერების ამ დონეზე შენ იცი რომ შენ თავად ქმნი საკუთარ შედეგებს ცხოვრების ყველა სფეროში, რომ შენი ცხოვრების მხოლოდ ის ნაწილი კი არ არის შენი დამსახურება, რომელიც მოგწონს, არამედ ისიც რაც არ მოგწონს _ შენი შექმნილია. ეს მთავარი გაცნობიერებაა ტრანსფორმაციისთვის. ამის შემდეგ მოდის უკვე ქცევის ტრანსფორმაცია, სადაც შენ ხვდები რომ განსხვავებული შედეგებისთვის რაღაცები განსხვავებულად უნდა გააკეთო. იწყებ დაკვირვებას საკუთარ ფიქრებზე, წარმოსახვებზე, სიტყვებზე, ემოციებზე, რწმენა-წარმოდგენებზე და საბოლოოდ, ქმედებებზე. და თითოეულ დონეზე ნელ-ნელა იწყებ ცვლილებას.

მე მაქვს საავტორო პროგრამა ,,წარმატების მენტორინგი“ ,,წარმატების სკოლაში“, სადაც ადამიანებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები ამ ტრანსფორმაციის გზაზე, იგივე ხდება ქოუჩინგის პროცესში. იმისთვის რომ რეალურად მოხდეს პიროვნების თუ ორგანიზაციის ტრანსფორმაცია, მნიშვნელოვანია გვქონდეს ხედვა რისკენ სისწრაფით, რა არის ჩვენი განზრახვა, საბოლოო შედეგი, კარგად გავაცნობიეროთ ამის მნიშვნელოვნება და რელევანტურობა ჩვენთვის და ბოლოს, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, დავიწყოთ განსხვავებულად რაღაცების კეთება. ეს სათქმელად ადვილია, მაგრამ შესასრულებლად _ არც ისე, იმიტომ რომ ჩვენი ტვინი მიდრეკილია აკეთოს ის რაც ნაკლები ძალისხმევით გამოსდის, არ გამოვიდეს ე.წ. ,,კომფორტის ზონიდან“, იაროს გაკვალული გზებით, ტრანსფორმაციას კი ახალი ნეირონული კავშირები სჭირდება, ახლებურად რაღაცების კეთება და ახალი გამოცდილების შექმნა _ სწორედ ამას აკეთებს ქოუჩინგი, ააქტიურებს ნეოკორტექს, ტვინის იმ ნაწილს, რითაც ადამიანები განვსხვავდებით სხვა ცოცხალი არსებებისგან.

დღეს ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სამყაროში ხდება ტრანსფორმაცია, ზოგადად, ეს სულ ხდებოდა, მაგრამ ახლა გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს პროცესები. ამიტომ გაცნობიერებული ცხოვრება, ტრანსფორმაციის უნარი დღეს ისეთივე საჭირო უნარებია, როგორც ადრე საჭმლის კეთება, მეტიც, ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ საჭმლის კეთების უნარის გარეშე უფრო გადარჩები დღესდღეობით, ვიდრე გაცნობიერებული და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომის და ტრანსფორმაციის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები