LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბედი ელის კინო “რუსთაველს”?

701
59353345_2321413924583757_2544732796773990400_n

კინოთეატრი “რუსთაველი” რამდენიმე თვეა დაკეტილია და აღარ ფუნქციონირებს. შენობა ჩაბნელებულია და ადგილზე არც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ “რუსთაველის” ნაცვლად სხვა ობიექტის გახსნა იგეგმება და კინოთეატრი აღარ იფუნქციონირებს.

“ფორტუნამ” ინფორმაციის დაზუსტება სცადა. როგორც კინოთეატრ “რუსთაველის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ჩვენთან განაცხადა, ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ რა კონცეფციის უნდა იყოს ადგილზე გახსნილი ობიექტი. კითხვაზე, განიხილება თუ არა სავარაუდოდ მულტიფუნქციურ გასართობ დაწესებულებაში კინოს დარბაზი, გვპასუხობენ, რომ აუცილებლად.

“აუცილებლად გაიხსნება, თუმცა რა კონცეფციის იქნება, ამაზე მიმდინარეობს ახლა მუშაობა. დიახ, კინო იქნება”, – განუცხადა “ფორტუნას” მაიკო სიხარულიძემ.

აღსანიშნავია, რომ კინოთეატრი “რუსთაველი” 1939 წელს აშენდა და მიხეილ ჭიაურელის ფილმით „დიადი განთიადი“ გაიხსნა. შენობას 1988 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

ფოტო: დავით მესხიშვილი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g