LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ჩავიცვათ ბანკეტზე?

559

მაისში ბანკეტების ბუმია. თითქმის ყველა, ვინც დამამთავრებელ კლასში ან კურსზეა, ფიქრობს ბანკეტზე რა ჩაიცვას. კაბების და კოსტიუმების ძებნა, ჰოლივუდის მსახიობების ფოტოები სმარტფონებში, ფიქრი იმაზე, თუ რა დავფაროთ და რა გამოვიჩინოთ, სხეულის რომელ დეტალს გავუსვათ ხაზი. ჩვენი რუბრიკა კი ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავალს გთავაზობთ.

თამარ ზოიძე დამწყები დიზაინერია. მისი მთავარი ღირსება – ხარისხია. როგორც თვითონ ამბობს, დაბალი ხარისხის ნაჭრით და ტყავით არასდროს შეკერავს. დიზაინერი როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს ქმნის.

დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ ბანკეტისთვის ბიჭებსაც და გოგოებსაც, სრული ლუქი, სადაც ფეხსაცმელიც აუცელებლად შედის, 700 ლარად შეუკეროს. თუ არ იცით როგორ უნდა გამოიყურებოდეთ, ან იცით და ჯერ ვერ შეჯერდით ვისთან მიხვიდეთ, შეგიძლიათ თამარ ზოიძეს ენდოთ. თამარს კი გოგოებისთვის საჩუქარი აქვს. ვინც მასთან შეიმოსება ბანკეტისთვის საჩუქრად კაბის შესაფერის ვარცხნილობას და მაკიაჟს მიიღებს. ასევე ფოტოგრაფი რამდენიმე ფოტოს გადაგიღებთ და დაგიმუშავებთ.

ფასები საკმაოდ მისაღებია. ყოველდღიური კაბების ღირებულება 80 ლარიდან, სადღესასწაულო კი 300 ლარიდან იწყება. ფეხსაცმლის მინიმალური ფასი ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც 250 ლარია. ფეხსაცმელი მთლიანად ნატურალური ტყავისაა, სარჩულიც კი. 

ატელიეს მისამართია: აკაკი ხორავას 22/12. დიზაინერ თამარ ზოიძის ნამუშევრები კი შეგიძლიათ მის ფესბუქ გვერდზე ნახოთ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები