ფეხბურთელ გიორგი ლორიასა და მის მეუღლეს, სალი კოპალიანს გოგონა შეეძინათ. პატარას უსაყვარლესი ფოტო სალიმ „ინსტაგრამზე“ განათავსა. მშობლებს ულოცავენ და გოგონას ბედნიერებას უსურვებენ.
გიორგიმ და სალიმ ქალიშვილს ალისა დაარქვეს.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მეორედ არის დაქორწინებული. მას პირველ მეუღლესთან ასევე გოგონა ჰყავს.