LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაავადებებზე მიგვანიშნებს ქრონიკული დაღლილობა

7276

ნებისმიერი ადამიანი იღლება და ეს აბსოლუტურად ნორმალურია, თუ რა თქმა უნდა, დაღლილობა ქრონიკული არაა. ენერგიის აღდგენა საკმაოდ მარტივია – სრულფასოვანი ძილი, ჯანსაღი კვება, მეტი სითხე, ვიტამინები და პოზიტიური ემოციები აუცილებლად აღადგენენ ბალანსს ორგანიზმში. თუმცა, თუ დაღლილობას მუდმივად გრძნობთ, უკეთესია მიმართოთ ექიმს, რადგან მიზეზი ბევრად სერიოზულიც შეიძლება იყოს.

ფარისებრი ჯირკვალი

სისუსტის და მოთენთილობის მიზეზი ხშირად ფარისებრივი ჯირკვლის პრობლემებია. ჰორმონების მატებასთან ერთად იზრდება ფარისებრი ჯირკვალი, ადამიანს უხშირდება გულისცემა და გრძნობს ცხელებას. არასაკმარისი ჰორმონების შემთხვევაში კი, წონაში იმატებს და მუდმივად ამცივნებს.

ანემია

ანემიის დროს სისხლის წითელი სხეულები არასაკმარისი რაოდენობით აწოდებენ ორგანიზმს ჟანგბადს და სწორედ ამიტომ გრძნობს ადამიანი სისუსტეს. ანემიის მთავარი მიზეზები ორგანიზმში რკინის სიმცირე ან შიდავენური სისხლდენა, თირკმელების დაავადება ან სიმსივნეა. დაღლილობასთან ერთად ანეემიას უძილობა, კონცენტრაციის დაკარგვა, გულისა და თავის ტკივილები ახასიათებს.

 დიაბეტი

შაქარი ადამიანის ორგანიზმში ერთგვარი „საწვავის“ ფუნქციას ასრულებს, თუმცა ამ ფუნქციის გაუმართავი მუშაობა მუდმივ დაღლილობის და სისუსტის მიზეზი ხდება. დიაბეტის მთავარი სიმპტომები უმადობა, წონის დაკარგვა, ხშირი შარდვა, მუდმივი წყურვილის გრძნობა და მხედველობის პრობლემებია.

ქრონიკული დაღლილობა

ის, ვინც ქრონიკული დაღლილობით იტანჯება, უჭირს ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნება, სწრაფად კარგავს ენერგიას, აწუხებს კუნთების ტკივილი და კარგავს კონცენტრაციას. ქრონიკული დაღლილობის განსაზღვრა, სიმპტომებით მსგავსი გაფანტული სკლეროზის გამორიცხვით შეიძლება.

დეპრესია

დეპრესიული მდგომარეობა, რომლითაც ადამიანი ხშირად წლობითაც იტანჯება, პრაქტიკულად მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე მოქმედებს ნეგატიურად. დეპრესია სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა აქტიურობის შემცირება, უძილობა და უმადობა, გულმავიწყობა და კონცენტრაციის დაკარგვა, მუდმივი განგაშის და მარტოობის შეგრძნება, ნებისმიერ შემთხვევაში თან ახლავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g