79 წლის დაიანა როსი ამჯერად ნიუ-იორკში გამოჩნდა. პაპარაცებმა ის მაშინ გადაიღეს, როცა მომღერალი Radio City Music Hall-ში რეპეტიციაზე მიდიოდა. მუსიკოსის მიერ დაგეგმილ სოლო კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია.
ყურადღება მიიქცია ლეგენდარული ვარსკვლავის ლუქმა. დაიანა როსი შავ მოსაცმელში იყო გამოწყობილი და თეთრი წინდები ეცვა, ვირუსული ინფექციებისგან თავდასაცავად კი ორმაგი ნიღაბი ეკეთა.