2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბანი მთაწმინდაა – აქ საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი საშუალო ფასი ყველაზე მაღალია და $1099 (კვ.მ) შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია „თიბისი ბანკის”, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივ კვლევაში.
მთაწმინდას, საშუალო ფასის მიხედვით, მეორე პოზიციაზე მოსდევს ვაკე – $972 (კვ.მ). სხვა უბნების მონაცემები კი ასეთია:
საბურთალო – $893 (კვ.მ)
კრწანისი – $829 (კვ.მ)
დიდუბე – $783 (კვ.მ)
ჩუღურეთი – $771 (კვ.მ)
ისანი – $682 (კვ.მ)
ნაძალადევი – $628 (კვ.მ)
გლდანი – $570 (კვ.მ)
სამგორი – $546 (კვ.მ)
რაც შეეხება გაყიდვების კუთხით ყველაზე აქტიურ უბანს დედაქალაქში– ეს საბურთალოა. მასზე მთლიანი გაყიდვების 27% მოდის, შემდეგ პოზიციებზე კი არიან: ვაკე 16.1%-ით და გლდანი 12.2%-ით.
„თიბისი ბანკის”, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივ კვლევაზე forbes.ge იუწყება.