LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დარტყმა მიაყენა COVID-19-მა ქართულ ბიზნესს – ნახეთ, კვლევის შედეგები

259
original-z52

საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატა COVID-19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევისთვის ჩატარებულ გამოკითხვაში პალატის 615 წევრმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა, რომელთა ძირითადი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელია. კვლევა მოიცავს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 25-30 მარტის ჩათვლით, კერძო სექტორზე ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო შეზღუდვების დაწესებამდე პერიოდს. შეზღუდვების დაწესების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული კვლევის ჩატარებას პალატა უახლოეს მომავალში გეგმავს.

კვლევის საკითხები თანამშრომელთა სამუშაო ადგილებიდან დათხოვნას და არსებულ პირობებს, გამოწვევებსა და ხელშეწყობის მექანიზმებს შეეხო. გამოკითხულ მეწარმეთა უმრავლესობას ათამდე თანამშრომელი ჰყავს. რესპოდენტთა 52% აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებული გახდა თანამშრომლები დაეთხოვა. დათხოვილი თანამშრომლები (70.5%) ხელფასის სრულად შენარჩუნებით გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმში, ნაწილობრივი ანაზღაურებით (19.1%) ან ანაზღაურების გარეშე (10.4%). შექმნილმა ვითარებამ მხოლოდ მეწარმეთა მცირე ნაწილზე არ იქონია გავლენა (12.4%). არსებულ ვითარებას ბიზნესის შემაფერხებლად მიიჩნევს გამოკითხულთა 90%-ზე მეტი, მათ შორის ყველაზე აქტუალურ პრობლემად ფიქსირდება ორგანიზაციის საქმიანობის სრულად შეჩერება (27.7%) ან შეფერხება (12.2%). საწარმოთა ნაწილს (3%) უჭირთ ცვლებში ან შეზღუდული სამუშაო გრაფიკით მუშაობა, არ გააჩნიათ დისტანციურად ოპერირების გამოცდილება და უნარები. მეწარმეები მიიჩნევენ, რომ მათ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რაც წარმოადგენს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობას.

კვლევის თანახმად, ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა შეკვეთების შემცირება ან გაუქმებაა (10.2% ). ასევე სახელდება გაყიდვები, მათ შორის ექსპორტი ( 11%). ამასთან, ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიების უმრავლესობას (გამოკითხულთა შორის 5.3% იყო ტურისტული კომპანიები) სრულად გაუუქმდათ ჯავშნები. რესპოდენტთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ნედლეული არსებითად გაძვირდა, აღარ არის ხელმისაწვდომი ან მათი შესყიდვა შეფერხდა (11.5%), რაც გაცვლითი კურსის ცვლილებით და გაძვირებული იჯარის პირობებში (6.3 %) პირდაპირ აისახება წარმოებაზე და წარმოებული პროდუქტის ფასზე.

მეწარმეთა ნაწილი აცხადებს, რომ არსებულ მდგომარეობას სამეწარმეო საქმიანობაში არსებითი ცვლილებები არ გამოუწვევია (9.7%). გამოკითხულთა 15.1% ფიქრობს, რომ ბიზნესის მდგრადობისთვის, სახელმწიფომ დროებით უნდა შეამციროს, ან საერთოდ გააუქმოს გადასახადები. მეწარმეთა ცალკეულ ნაწილს აქვს სირთულეები მიმდინარე სესხებთან და დავალიანებებთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შეღავათიანი, გრძელვადიანი სესხი (12%), არსებული სესხის გადავადება ან სუბსიდირება (5%). ნაწილი კი, ბიზნესის მდგრადობისთვის ცალკეულ წინაპირობებს ასახელებს. კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელება შეზღუდვების გარეშე (14.8%) და გაცვლითი კურსის სტაბილურობა (7.9%). 16.6%-ის თანახმად კი, მათ ბიზნესისთვის აუცილებელია პირდაპირი ფინანსური დახმარება გრანტის ან ახალი პროექტების დაფინანსების გზით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g