LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დათმობაზე მიდის ივანიშვილი – დღეს უმრავლესობის სხდომა იმართება

623
bidzo

უმრავლესობის სხდომა და ქვეყანა ივანიშვილის მორიგი გადაწყვეტილების მოლოდინში – მოახერხა თუ არა ამჯერად მაინც „ქართული ოცნების“ თაცმჯდომარემ ურჩი მაჟორიტარების დარწმუნება და რაზე დაითანხმა ისინი – დღეს გახდება ცნობილი. სხდომა 10 საათზეა ჩანიშნული. 

შეგახსენებთ, ივანიშვილი გუშინ იმ მაჟორიტარებს შეხვდა, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირეს. უცნობია შეხვედრის დეტალები, თუმცა დიმიტრი ხუნდაძემ, მერაბ ქვარაიამ და ირაკლი შიოლაშვილმა განმარტეს, რომ „პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შედგა“.

გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი რეფერენდუმის ჩატარებას გამოაცხადებს, რაც აკაკი ზოიძემ მოითხოვა, თუმცა ამას ოპოზიცია ეწინააღმდეგება. ისინი ამბობენ, რომ პლებისციტი დროში გაიწელება და ივანიშვილსაც მხოლოდ ეს უნდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების ჩატარებას გერმანული მოდელით ითხოვენ

ოპოზიცია ხელისუფლებას კიდევ ერთ შანსს აძლევს და ეს შანსი ე.წ გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებაა. 

დეპუტატების ნაწილი ბოლო დღეებია ამტკიცებს, რომ მათ ივანიშვილთან მწვავე დისკუსია ჰქონდათ და ისინი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს პროპორციულ სისტემაზე ეკამათებოდნენ. 

მაჟორიტარმა დეპუტატებმა პროპორციულის წინააღმდეგ მოულოდნელად გაილაშქრეს. თავდაპირველად, ისინი ივანიშვილის ინიციატივას იზიარებდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. მოგვიანებით კი, პოზიცია შეცვალეს და თქვეს, რომ ეს მათი პირადი გადაწყვეტილება იყო. 

სწორედ ამის შემდეგ, პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

 

პოპულალურები