LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას: “იმედგაცრუებული“ ბიძინა ივანიშვილი და გულწრფელი წუხილი

238
32235463-1759831684076769-5489340517823021056-o

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილი ახალი საარჩევნო პროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ იმედგაცრუებულია დეპუტატების გადაწყვეტილებით.

„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება.
იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, პროპორციული წესით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები – სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ეს ინიციატივა, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ერთი ნაწილის, ძირითადად მაჟორიტარების, წინააღმდეგობის გამო ჩააგდო“ – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა, საკუთარი ინიციატივით, ჯერ კიდევ 2017 წელს, იმ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში მიიღო. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ არავისთვის დასამალი არ ყოფილა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის იდეა მაჟორიტარ დეპუტატებში არასდროს სარგებლობდა დიდი პოპულარობით.

დეპუტატები რომლებიც დღეს პროპორციულ სისტემას ხმას არ მისცემენ (ვიდეო)

 

„არ დავმალავ, ამ ინიციატივის ავტორი პირადად მე ვიყავი და გუნდმაც, მთლიანობაში, მაჟორიტართა ნაწილის ყოყმანის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ იდეას და მაჟორიტარებიც, ერთეული გამონაკლისების გარდა, დაექვემდებარნენ პარტიულ დისციპლინას“ – აღნიშნავს ივანიშვილი.

ის ასევე თავის განცხადებაში მიუთითებს, რომ საერთო კონტექსტის გაუთვალისწინებლად, ფრაგმენტულად არ უნდა შეფასდეს მოვლენები მით უმეტეს ემოციურ ფონზე.

„ვიმედოვნებდით, რომ ჩვენი თამამი პოლიტიკურ აქტი, პროცესში ჩართული სხვა აქტორებისგანაც პოზიტიურად იქნებოდა აღქმული და პასუხად მათ კონსტრუქციულ რეაქციას მივიღებდით. სამწუხაროდ ასე არ მოხდა“, – აცხადებს პარტიის თავმჯდომარე და აქვე უთითებს მიზეზებს რამაც პროცესი ჩიხში შეიყვანა.

„გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, ცინიზმი, ქილიკი და პირადი შეურაცხყოფა – აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ და მისმა სატელიტმა ორგანიზაციებმა. საქმე იქამდე მივიდა, რომ რეგიონებში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების ჩაშლის მიზნით პირდაპირ დარბაზებში უვარდებოდნენ ჩვენს დეპუტატებს ამ ოპოზიციისგან პირდაპირ თუ ირიბად მართული აგრესიული ჯგუფები და საჯაროდ ლანძღავდნენ მათ.
ამ მოვლენების გამო უკმაყოფილება მმართველ გუნდში დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი შიდაპარტიული დისკუსია და უთანხმოება გარეთ არ გამოგვქონდა, მე და სხვა ლიდერებიც, უდიდეს ძალისხმევას ვხარჯავდით, რომ პროცესი ჩიხში არ შესულიყო.“

კენჭისყრა ხვალამდე გადაიდო – უმრავლესობის „უმრავლესობის“ პროპორციული შიში

კანონპროექტის ინიციატორი პარტიის ლიდერი განმარტავს, რომ უნაკლო საარჩევნო სისტემები არ არსებობს და პანაცეა არა საარჩევნო სისტემა, არამედ დემოკრატიაა, ანუ ინსტიტუციონალურად გამართული პოლიტიკური სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთავარი – ხელისუფლების წყარო ხალხია და მისი ნება დაუბრკოლებლად უნდა აისახოს არჩევნების შედეგებში.

„მე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა, – ჩემს გუნდთან და ხელისუფლებასთან ერთად ვიქნები გარანტი, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი გახდება შეუქცევადი. 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამის წინაპირობა და თვალსაჩინო მაგალითი იქნება“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g