LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენჭისყრა ხვალამდე გადაიდო – უმრავლესობის „უმრავლესობის“ პროპორციული შიში

107
74667911-3444233192283341-2011198438707822592-o

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გუშინ სესიაზე დაწყებული ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება დღესაც გაგრძელდა, თუმცა უფრო მსუბუქი ფორმით. სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო და მოესმინათ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობისა და შესაძლებლობის საკითხები, ისევ კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გაიმართა.

საკანონმდებლო კანონპროექტი, რომლის ინიციატორობასაც „ქართული ოცნება“ იბრალებს და რომელსაც უმრავლესობის 93-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა, ორი დღეა ვერ გადაუწყვეტიათ მიიღონ თუ არა. მოლოდინი, რომ პარლამენტი აღნიშნულ პროექტს დღეს უყრიდა კენჭს და სავარაუდოდ მიიღებდა, ხვალამდე გადაიდო. დილის 12:00 საათზე დაწყებული და ხმაურით მიმდინარე მოსმენამ და მოწოდებებმა ვერ დაამტკიცა კანონი, რომელიც, როგორც ოპოზიცია ამბობს, ხალხის მონაპოვარია.

„ოცნების“ შეხვედრა დამთავრდა – უმრავლესობა კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადება

ხვალამდე გადადებული ინიციატივა დეპუტატებმა შესვენების და ერთობლივი კონსულტაციის შემდეგ მიიღეს. მანამდე კი კანონმდებლები ტრიბუნასთან განცხადებებს აკეთებდნენ და ზოგი პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა კოლეგებს, ზოგმა კიდევ ინიციატივას „უვარგისი სისტემა“ უწოდა.

სისტემაზე გადასვლის აუცილებლობაზე ისაუბრა ნინო გოგუაძემ თავის გამოსვლაში და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების არმიღება ნიშნავს ქვეყანას მივაყენოთ სერიოზული დარტყმა. მან კოლეგებს გამბედაობისკენ და კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამავე აზრზე იყო მამუკა მდინარაძეც „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან. მან უფრო კონკრეტულად ისაუბრა პროექტის უპირატესობაზე და განაცხადა, რომ ინიციატივას არავისი შიშით არ დაუჭერს მხარს, რომ ეს არის უმრავლესობის გადაწყვეტილება და სწორედ ეს იქნება მიზეზი მომავალ არჩევნებში მათი გამარჯვებისთვის.

ირაკლი კობახიძემ ტრიბუნასთან თავისი გამოსვლა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის მისამართით სინანულით დაიყო. კობახიძემ ირმა ინაშვილს მისი საგარეო ორიენტაციის მიმართულებით გამოთქმული რეპლიკისთვის მოუბოდიშა, დეპუტატებს კი მოუწოდა, რომ ქვეყნის ფუნდამენტურ ცვლილებას და დემოკრატიის განვითარებას ხელი შეუწყონ და პროექტს მხარი დაუჭირონ.

საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი უმრავლესობის გადაწყვეტილება ერთსულოვანი არ აღმოჩნდა. მიუხედავად ლიდერების „ქადაგებისა“ კახა ოქრიაშვილი მაინც ვერ დაარწმუნეს პროპორციული სისტემის სიკარგეში. მან ჯერ კიდევ დილით პარტიის შეხვედრიდან გამოსულმა აღნიშნა, რომ პროექტის ჩასაგდებად ემზადებოდა, პარლამენტის ტრიბუნა კი გამოიყენა იმისთვის, რომ კოლეგებისთვის აეხსნა, რამდენად უვარგისია აღნიშნული სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის. მისივე განმარტებით, პროპორციულმა არჩევნებმა შედეგი ვერ მოიტანა ევროპის ქვეყნებში და მას არ სურს თავის ქვეყანაშიც ყოველ წელს არჩევნები ტარდებოდეს. ოქრიაშვილმა კენჭისყრას -6 ხმა გამოუცხადა.

რას გეგმავს ოპოზიცია – გაერთიანება ერთი აზრისთვის თუ ბრძოლა მანდატისთვის

რაც შეეხება უმრავლესობის სხვა დეპუტატებს, გია ვოლსკიმ თავისთვის განკუთვნილი დროის ნახევარი წუთი კი დაუთმო კოლეგას, მაგრამ მისთვის გაწერილ რეგლამენტში კოხტად ჩამოაყალიბა პროპორციული სისტემის საქმის არსი და მოიწოდა კანონმდებლებს კეთილი ნებისკენ.
„იმ შემთხვევაში თუ კოალიციური მთავრობა შეიქმნება, კეთილი ინებეთ და აიღეთ პასუხისმგებლობა. იფიქრეთ ქვეყნის სტაბილურობაზე“ – აღნიშნა ვოლსკიმ.

უმრავლესობის „უმრავლესობა“ დღეს ერთსულოვანი ვერ აღმოჩნდა. მოსმენების შემდეგ რამდენიმეწუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, კვლავ შეკრების შემდეგ კი გაირკვა, რომ კენჭისყრა ხვალამდე გადაიდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები