LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დროს შეიძლება ბინის გამქირავებელს სასამართლოში მოუწიოს სიარული და რა უნდა ქნათ, თუ მოქალაქე ქირას არ გიხდით – იურისტის რჩევები

32
246704543-245803874185469-6888610393267474451-n (2)

თემა, რომელიც ლამის ყოველი მეორე ადამიანისთვის საინტერესოა – რა პრობლემები შეიძლება შეგექმნათ ბინის გაქირავების დროს, იმ დროსაც კი, როცა ხელშეკრულება გაქვთ გაფორმებული, რა უნდა ქნათ, თუ დამქირავებელი თანხას არ გიხდით და რა პასუხისმგებლობა ეკისრება ასთ დროს შუამავალს, ამ თემებზე გადაცემაში „კანონის ფარგლებში“ სტუმრადაა  იურიდიული კომპანია „ფხალაძე და პარტნიორების“ დამფუძნებელი პარტნიორი ნიკოლოზ ფხალაძე.

– რა ტიპის პრობლემები შეიძლება გამქირავებელს შეექმნას იმ დროს, როცა ხელშეკრულებაც გაფორმებული აქვს?

– ხშირია შემთხვევა, როცა დამქირავებელი არ იხდის თანხას და გამქირავებელს უწევს, სასამართლოს წესით მოითხოვოს თანხა. ასევე ხშირად არის შემთხვევები, როცა დამქირავებელი მესამე პირზე ისე აქირავებს ბინას, რომ მფლობელმა არც კი იცის. სწორედ ასეთ შემთხვევა მქონია პრაქტიკაში და საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა. აუცილებელია, ხელშეკრულებაში მიუთითოს გამქირავებელმა, რომ დამქირავებელს არ აქვს უფლება, მესამე პირზე გააქირაოს ბინა. ჩემი რჩევა იქნება ორივე მხარისთვის, რომ ხელშეკრულებაში ჰქონდეთ ეს საკითხი ჩადებული

– ვინ არის შუამავალი და რა პასუხისმგებლობა აკისრია მას?

– შეგვიძლია გამოვიყენოთ ასეთ დროს მაკლერი და უძრავი ქონების აგენტი. მაკლერი ისეთი პირია, რომელიც კომპანიაში არ მუშაობდეს, მაგრამ დამოუკიდებლად მუშაობდეს. პრობლემა ისაა, რომ სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, როცა პირი ბინას ქირაობს, როგორც ვიცით, პირველი და მე– 12 თვის ფულს უხდის. შუამავალი კლიენტის მოყვანაში იღებს მე–12 თვის თანხას, თუმცა პრაქტიკაში გვაქვს შემთხვევები, როცა კლიენტი ვადაზე ადრე მიდის ბინიდან. ასეთ დროს, უძრავი ქონების აგენტს გამქირავებელი პრეტენზიას უყენებს, რატომ, მიუყვანა ეს კლიენტია

– ეს საფუძვლიანია ასეთ დროს პრეტენზია?

– კი, რა თქმა უნდა, ვსაუბრობ ძვირადღირებულ ბინებზე. პრეტენზია აქვთ, რატომ არ მიუყვანა სტაბილური კლიენტი. მქონია შემთხვევა, როცა ძვირადღირებული ქონება გაქირავდა, 3000 დოლარამდე იყო ყოველთვიური თანხა, პირველი და ბოლო თვის ფულიც გადაიხადა კლიენტმა, მაგრამ მეორე თვეს დამქირავებელმა მიატოვა ბინა. ანუ გამქირავებელმა დაკარგა კლიენტი. ყოფილა შემთხვევა, როცა უძრავი ქონების აგენტი და დაქირავებული მეგობრები ყოფილან, მოუტყუებია ადამიანს, რომ ვითომ აგენტია და თანხა აუღიათ.

– ასეთ დროს საქმე სხვა მუხლით, მაგ. თაღლითობის მუხლით აღიძრას ?

– კი, შეიძლება განცხადება უნდა შეიტანოს მოქალაქემ სამინისტროში, პროკურატურაში, რომ დაიწყოს მოკვლევა, თუმცა საკმაოდ რთული პროცესია. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, კარგად შეამოწმონ მოქალაქეები, მართლა არის თუ არა ის უძრავი ქონების აგენტი.

– რაც შეეხება გადახდის გრაფიკს, ერთია ზეპირად რაზე თანხმდებიან მხარეები და მეორე, რა არის რეალობა,

– ხშირია შემთხვევები, როცა ვერ ერკვევიან ერთმანეთში მხარეები, თვის დასაწყისში უნდა იყოს თუ თვის ბოლოს. ჩემი რჩევა იქნება, ხელშეკრულების დადებისას გადახდის გრაფიკები შეადგინონ. ამის შემდეგ ისინი აირიდებენ ამ პრობლემას. ასევე ხშირია, როცა ბინა იმდენად გადატვირთულია და ამოწურული აქვს რესურსი, რომ იქ ცხოვრებისას ბევრი რამ ზიანდება. ჩემი რეკომენდაცია იქნება, სანამ ბინით სარგებლობას დაიწყებს დამქირავებელი, კარგი იქნება, თუ შეამოწმებენ, რა მდგომარეობაშია ბინაში არსებული ნივთები. ზოგადად თუ რამე გაფუჭდა, დამქირავებელია ვალდებული, თუ რამე დაზიანდა, თავად შეაკეთოს.

– თუ საუბარია უცხოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე, როცა ენის ბარიერია,

– ხელშეკრულება ორ ენაზე უნდა შედგეს. ორივე მხარეს უნდა აეხსნას უფლებები და მოვალეობები. ჩვენი კანონმდებლობა არ გაცს უცხოეთის ქვეყნების კანონმდებლობას, სხვადასხვა წესებია. გამქირავებელმა კარგად უნდა შეამოწმოს, აქვს თუ არა ვიზა, ცხოვრების უფლება როდემდე აქვს.

– ყველაზე მთავარი რჩევები რა იქნება?

– ყოველთვის , ხელშეკრულების გაფორმებისას დრო დაუთმონ ყველა დეტალს, ბინის მდგომარეობიდან დაწყებული თანხის ნაწილით დამთავრებული. გადაამოწმონ, რამდენად აქვს უნარი დამქირავებელს, რომ თანხა გადაიხადოს. ზეპირად ნუ შეთანხმდებიან. ხშირია, როცა ბინა იმდენად გადატვირთულია და ამოწურული აქვს რესურსი, რომ იქ ცხოვრებისას ბევრი რამ ზიანდება. ჩემი რეკომენდაცია იქნება, სანამ ბინით სარგებლობას დაიწყებს დამქირავებელი, კარგი იქნება, თუ შეამოწმებენ, რა მდგომარეობაშია ბინაში არსებული ნივთები. ზოგადად თუ რამე გაფუჭდა, დამქირავებელია ვალდებული, თუ რამე დაზიანდა, თავად შეაკეთოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g