”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები დამტკიცდა. 85-ხმით, ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა ცვლილებები გუშინ დაამტკიცა. დეპუტატებმა საკანონმდებლო პაკეტი დღეს მესამე მოსმენით განიხილეს და დღესვე უყარეს კენჭი.
აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების – პიქტოგრამების დატანა ხდება სავალდებულო.
2018 წლის 1-ელი მაისიდან კი, თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში (იგულისხმება შენობა ნაგებობა, რომელსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს), გარდა საცხოვრებელი ბინების, ფსიქიატრიული კლინიკების, სასჯელაღსრულების და წინასწარი დაკავების დაწესებულებების და კაზინოებისა. მხოლოდ სიგარის მოწევა იქნება შესაძლებელი სიგარ-ბარებში, რომლის გასახსნელად ლიცენზია იქნება საჭირო.
გარდა ამის, 2018 წლის 1-ელი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც იზღუდება.