LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეტაპზეა და რა პროექტები ხორციელდება საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით? – ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი ვერა ბაზიარი გადაცემაში „პულსი“

412
ვერა-ბაზიარი

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი, ვერა ბაზიარი სტუმრობდა. სტუმარმა გადაცემაში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშემწყობი პროექტების თაობაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსა იაპონიის თანამშრომლობით შედგა.

გვიამბეთ პროექტზე, რაში მდგომარეობს ეს პროექტი და რა საფეხურზეა?

– პირველ რიგში მადლობა იაპონიის მთავრობას და იაპონიის საერთაშორისო განვითარების ფონდს, იმისთვის, რომ პირველად ისინი საქართველოში ახორციელებენ სისტემურ რეფორმას ჯანდაცვის სფეროში. პროექტს დავარქვით უწყვეტი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის დანერგვის გზით.

რა წიგნზეა ლაპარაკი და რატომ არის ის შეუფასებელი?

– ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია. იაპონელებმა ამ წიგნის საშუალებით მოახერხეს უნივერსალური ამბავი თავის ქვეყნისთვის. იაპონიაში ბავშვთა სიკვდილობის (ნეონატალური) მაჩვენებელი იყო 169, რაც პროფესიონალებისთვის მისახვედრია, რომ არის კატასტროფულად დიდი ციფრი. ეს იყო გასული საუკუნის 60-იანი წლები და 35 წელში იაპონიამ ამ პრაქტიკის გამოყენებით, ბავშვთა სიკვდილობა შეამცირა 0,4-მდე და მსოფლიო ათეულის ლიდერია, სადაც ბავშვთა სიკვდილობა ყველაზე დაბალია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იაპონიის 4 კაციან გუნდს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ. ისინი ფიზიკურად საქართველოში იმყოფებიან და ჩვენთან ერთად ნერგავენ ამ ყველაფერს. მათაც ისე შეიყვარეს საქართველო, როგორც ჩვენ იაპონია. გვქონია დიდი პროექტები, თუმცა ასეთი სხვანაირად აწყობილი პროექტი არც კი მინახავს. რეალურად ეს წიგნი არის, მშობლის ხელში თავიდანვე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც შვილი ამთავრებს სკოლას, ბავშვს საზეიმო ვითარებაში გადასცემენ ბავშვობის ანკეტას. ეს არის სამედიცინო ანკეტა მუცლადყოფნის პერიოდიდან. 12 კვირიდან ბავშვს აქვს თავისი სრული მონაცემები 5 წლის ჩათვლით და ყველა ამ პერიოდებს როგორც დედა ავსებს თავის განწყობებს, ცუდად თუ კარგად ყოფნას (დედის გრაფაში) შემდეგ უკვე იწყება 5 წლის ჩათვლით პერიოდი…

სად არის სამეცნიერო ფურორის გასაღები?

– პირველ რიგში, ეს არის პირველი მცდელობა ჩვენი ქვეყნისთვის დედის ორსულობის პერიოდში ორსულის, მშობიარის და დედის ინფორმირებული ჩართულობა სამედიცინო, სწორად განვითარების თუ პრობლემების მართვის დროს, ანუ დედას აქვს სრული ინფორმაცია. (ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ როგორც კი ორსულობას განსხვავებული ფიზიოლოგიური პრობლემები ახლავს, რომელიც ხანდახან დისკომფორტში გამოიხატება და სწორედ, რომ ეს არ არის ავადობა, აი ამ წიგნშია)

პირველი ნაწილი, არის ექიმის და დედის შესავსები ადგილი და მეორე ნაწილია დრო, ინფორმაციები, რომ თქვენ ამის შესახებ ყველა კითხვაზე პასუხს გაიგებთ თუ როგორ მიდის პირველი ტრიმესტრი, რა უცნაურობები ახლავს და რომ ეს ფიზიოლოგიაა და არ არის განგაშის საფუძველი, რადგან ფიზიოლოგიურად მიდის ორსულობა.

მეორე გახლავთ ის, რომ თუ მას გაუჩნდა ისეთი დისკომფორტი, რომელიც უკვე ითხოვს ცოტა მეტ ყურადღებას იქ მინიშნებულია, რომ ასეთ დროს უნდა დაუკავშირდეთ ექიმს და ჩაიტარეთ ონლაინ კონსულტაცია ანუ არ არის საჭირო ექიმთან გაიქცე, რომ დამშვიდდე და ცოტა მეტი განმარტება მიიღო ამასთან დაკავშირებით. (ამ ყველაფერს ჰყოფნის ექიმთან მხოლოდ საუბარიც კი)

ამას მოჰყვება საგანგაშო ნიშნებით მესამე ჯგუფი, როდესაც იშვიათ შემთხვევებში ხდება ხოლმე ორსულობის დროს და ზუსტადაა აღწერილი, თუ რა დროს უნდა გაიქცეს ორსული ექიმთან, რათა მიიღოს საჭირო და დროული დახმარება, რადგან ყოველი დაკარგული წუთი რასაკვირველია ართულებს სიტუაციას და როდესაც ხარ ინფორმირებული და განათლებული, იცი როგორ მოიქცე და სად წახვიდე, ასეთ დროს აღწევ საუკეთესო გამოსავალს.

ამის შემდეგ იწყება მშობიარობა, როდესაც ზუსტად იცი რა უნდა წაიღო, ვისთან უნდა მიხვიდე, როგორ უნდა მოიქცე სამშობიარო ბლოკში, ვინ უნდა დაგეხმაროს და ასე შემდეგ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია.

ჩვენს ქართულ წიგნში, რომელიც იაპონიას 49 ქვეყანაში აქვს დანერგილი და ამ 50-მდე წიგნში ჩვენი ქართული წიგნი იაპონურზეც კი უკეთესია, რადგან არ დაიშურეს არაფერი, იმუშავეს გამოცდილმა ადამიანებმა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ქართველ ექიმებს ისე უხაროდათ, რადგან ესმით, ეს რამდენად მნიშვნელოვანი საქმეა. ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვიყავით…

შემდეგ უკვე მოდის კითხვის ნიშნები, ავცრა თუ არ ავცრა, რა პრევენციაა საჭირო და ასე შემდეგ… ამ წიგნში ყველა კითხვაზეა პასუხი… როგორ იკვებო, ორსულობის დროს და შემდგომ პერიოდში, რა რისკები მაქვს არა ძუძუთი კვებას და ასე შემდეგ ანუ დედა იმდენ ჯანსაღ ინფორმაციას იღებს, რომ შენი ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებაში, მნიშვნელოვანი როლი აქვს.

ამ წიგნის კიდევ ერთი დიდი პლუსია ის, რომ როდესაც ექიმთან მიდის უკვე განათლებული პაციენტი, ექიმი უნდა იყო საუკეთესო ფორმაში.

არსებობს მეორე, კიდევ უფრო დიდი წიგნი, რომელიც აი ამ წიგნის გამოყენების პარალელურად ექიმს აძლევს უნივერსალურ განათლებას. ესეც ამ პროექტის ნაწილია. ჩვენ მოვამზადეთ წიგნის კონტენტი, დაიბეჭდა 10 000 წიგნი, საპილოტე ვერსია აჭარის რეგიონისთვის. ეს წიგნი არის უნივერსალური ხარისხის.

ჩვენ დავიქირავეთ პროფესიონალი, იმისთვის რომ ეს წიგნი ყოფილიყო ილუსტრირებული და ძალიან მაღალი ხარისხის, ეს ადამიანი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად საქართველოში, ის არის ბერლინალეს გამარჯვებულიც და მან გააკეთა ორიგინალური ქართული წიგნისთვის დამახასიათებელი თბილი ნახატები, რომლებიც გადმოსცემენ დედასა და შვილს შორის უნიკალურ დამოკიდებულებას…

როგორ შეაფასებდით შედეგებს, უკვე არის თუ არა ხელშესახები შედეგები?

– არაჩვეულებრივი შედეგებია თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მხოლოდ აჭარის რეგიონში, ამ პროექტის ფარგლებში 500 სამედიცინო პერსონალი გადამზადდა ფუნდამენტურად, არა მარტო წიგნთან მიმართებაში, არამედ მათმა პროფესიონალური კვალიფიკაცია რამდენიმე საფეხურით აიწია. ექიმები ამ ყველაფერში ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მათ არ მოუთხოვიათ ამაში ანაზღაურება, ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს გავაკეთოთ, რადგან ნამდვილად სამადლობელია მათი დამოკიდებულება საქმის მიმართ და ეს უნდა დაფასდეს… გადამზადდა ყველა დაწესებულების ხელმძღვანელი, რომ გაეგოთ რამდენად მნიშვნელოვანია განათლებული პაციენტი და კვალიფიცირებული მედპერსონალი, რადგან ამ იაპონური დახმარებით, ჩვენ მათ ვუუმჯობესებთ სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

ბევრმა, ვისაც გადავეცი წიგნი, ჩაიხუტა და თქვა, რომ ამ წიგნის ხათრით კიდევ გავაჩენ შვილს, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ…

აწყობილია სისტემა, მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს.

პრინციპში უკვე მალევე სრულდება ეს პროექტი, არც ისე დიდი ხანია დარჩენილი, 2 წელი – რა იქნება ამის შემდეგ, რას უნდა ველოდოთ, შესაძლებელია თუ არა გაგრძელდეს საქართველოს მასშტაბით?

– უსათუოდ უნდა გაგრძელდეს ეს პროექტი. განუზომელი და ფასდაუდებელია  იაპონელი კოლეგების დახმარება. ერთ გუნდად ვმუშაობთ, რომ პროექტის მეორე ფაზა გვქონდეს. იაპონელებს არ უყვართ გარანტირებულად დაპირება, რადგან 2 წელი დიდი დროა, ყოველთვის ვაფიქსირებ,რომ უმნიშვნელოვანესია მეორე ფაზა.

იაპონელები როდესაც ჩამოვიდნენ და ვაჩვენეთ ჩვენი პერენატალური სისტემა, გვითხრეს, რომ  თქვენ ისეთი გამართული სისტემა გაქვთო. მათ ჩათვალეს რომ ჩვენი სისტემა დალაგებულია, თუმცა მე ვუხარი, რომ ეს ნამდვილად არ არის ასე. ბოლო პერიოდში კი მითხრეს, რომ ამის დანერგვა თქვენ არ უნდა გაგიჭირდეთ, რადგან არ ხართ ისეთ მდგომარეობაში, რომ მუდმივად დახმარება გჭირდებოდეთო. მე ვუთხარი, რომ თქვენ უნდა გადაარჩინოთ ქვეყანა, რომელიც 3,5 მილიონიც არ არის და იმყოფება დემოგრაფიული პირობების პროცესში, სწორედ ამიტომ ჩვენი ამოსავალი წერტილია, რომ თქვენ დაგვეხმაროთ, ამ ნაწილში და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი, რომლითაც ისინი იხელმძღვანელებენ, რომ გვქონდეს მეორე ფაზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g