ქართველმა მსახიობმა და ტელესახემ შორენა ბეგაშვილი ნიშნობის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველი ფოტო გააზიარა. ამჯერად ის წითელ სპორტულ ტანსაცმელშია გამოწყობილი და ვარჯიშის პროცესში პოზირებს.
გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია — ფოტოებს უამრავი მოწონება და კომენტარი ახლავს. „შოკი ქალი ხარ“, „ულამაზესი ხარ შორენა“, – უწერენ კომენტარებში. მსახიობის გულშემატკივრები ინტერესდებიან მისი პირადი ცხოვრებით.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენმა მამუკა ურუშაძე შორენას ხელი სთხოვა. წყვილის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს გავრცელდა. მამუკა ურუშაძემ შორენა ბეგაშვილს ნიშნობაზე ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა.
წყვილის ურთიერთობა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია და მათი ნიშნობის ამბავმაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოიპოვა.


