„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს ხვალ მიღებული, ეს არ არის თამაშის დასასრული, კომუნიკაცია ისევ უნდა გაგრძელდეს და ღია გვქონდეს ჟურნალი, რომელშიც საქართველოს უფრო ღრმად შესწავლას გავაგრძელებთ“, – ამის შესახებ ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯო მაკჰიუმ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტში იტყვით გამოსვლისას მაკჰიუმ აღნიშნა, რომ ძალა ერთიანობის გარეშე არ არსებობს, შესაბამისად, ყველანაირად დაგვიჭერენ მხარს იმაში, რაც მათ შესაძლებლობებსა და კომპეტენციებში შედის.
„ვხედავ გარკვეულ იმედგაცრუებას და ფრუსტრაციას, რომელიც გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველო გამოიყო ამ სამეულისაგან გასული კვირის გადაწყვეტილების შედეგად. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს ხვალ მიღებული, ეს არ არის თამაშის დასასრული, კომუნიკაცია ისევ უნდა გაგრძელდეს და ღია გვქონდეს ჟურნალი, რომელშიც გავაგრძელებთ საქართველოს უფრო ღრმად შესწავლას.
ჩვენ გვჯერა თქვენი ამბიციისა, მე 2 წლის ვიყავი, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობა. ჩვენი მოსახლეობა 5 მილიონს შეადგენს და 1973 წლიდან მოყოლებული, ეს კოლექტიური ერთად ყოფნა იყო უდიდესი სარგებლობის მომტანი თითოეული ქვეყნისთვის, შესაბამისად, მესმის თქვენი ამბიცია, არ არსებობს ძალა ერთიანობის გარეშე. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან ერთად და ყველანაირად დაგიჭერთ მხარს იმაში, რაც კი შედის ჩვენს შესაძლებლობებსა და კომპეტენციებში“, – აღნიშნა ჯო მაკჰიუმ.
ურსულა ფონ დერ ლაიენი: წარმატების მისაღწევად, საქართველო უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად
ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე. როგორც მაკჰიუსმ აღნიშნა, ევროკავშირის წევრობა სწორედ იმის გარანტიას იძლევა, რომ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს.
„როდესაც ევროკავშირს შევუერთდით ირლანდიაშიც კონფლიქტი გვქონდა, მე კარგად მესმის რას ნიშნავს გაყოფა. გუშინ როდესაც „სამხრეთ ოსეთისკენ“ გაგვახედეს დავინახეთ ის განხეთქილება, რომელიც თქვენს ქვეყანაში არსებობს.
რასაკვირველია, ევროკავშირის წევრობა იძლევა გარანტიას, რომ მშვიდობა დამყარდეს ქვეყანაში. ჩვენთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მშვიდობას, ამიტომ სათუთად ვეპყრობოდით იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის წევრი გავხდით და გაცილებით მეტად ვმუშაობდით მშვიდობის დამყარებისათვის.“– განაცხადა ჯო მაკჰიუმ.
აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს, სტატუსი სამივე კანდიდატ ქვეყანას მიანიჭოს