LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა განაცხადა გოგაშვილის მონახულების შემდეგ, სახალხო დამცველის წარმომადგენლმა? – “სახის არეში აღენიშნება შეშუპება, ხელის მტევნებზე და ფეხებზე სილურჯეები”

510
გოგაშვილი

აღენიშნება ფიზიკური დაზიანებებიც, რომელიც თვალსაჩინოა – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლმა ქეთევან ხვედელიანმა, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მონახულების შემდეგ.

„აღენიშნება ფიზიკური დაზიანებებიც, რომელიც თვალსაჩინოა, ნახა ექიმმაც და შეაფასა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სახის არეში აღენიშნება შეშუპება, ხელის მტევნებზე და ფეხებზე აქვს სილურჯეები, რაც დაცემის დროს, ანუ დაკავების დროს მოხდა. როგორც მან თქვა, მას შემდეგ, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

სახალხო დამცველის აპარატი ესაუბრა მისი ოჯახის წევრებს და როგორც ვიცი, საგამოძიებო სამსახურს ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმართავენ. ბრალთან დაკავშირებით კონკრეტულად არ გვისაუბრია, თვითონ ამბობს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი დაკავება იგეგმებოდა, შეტყობინება მის მიმართ გაკეთებული არ ყოფილა და შესაბამისად, არ ელოდებოდა, მსგავსი სახის სპეცოპერაცია თუ იქნებოდა“, – განაცხადა ხვედელიანმა.

მისივე განმარტებით, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ იარაღი „ჩადებულია“.

„როგორც თვითონ ამბობს, ეს მისი არ არის, ორი იარაღი არის ჩადებული“, – აცხადებს ხვედელიანი.

ამ წუთებში, ე.წ. მოდულის შენობაში სოსო გოგაშვილს მისი ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე ხვდება.

ადვოკატი: როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გეგმავდა, საზღვარგარეთ, სანდო ხელშია და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g