ბათუმის ახალ ბულვარში, ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება:
- ახალ ბულვარში დაზიანებული ფილების გამოცვლა, ბორდიურების, წვივმიმღები ჭების მოწყობა და არსებული გრანიტის ფილების მონტაჟი.
- აღნიშნულ ტერიტორიებზე, რეაბილიტაცია 30 000 კვ.მ მოცულობის სასეირნო ბილიკსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს ჩაუტარდება. ბილიკები გრანიტის ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით კეთილმოეწყობა.
- სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი – მიმდინარე წლის 12 ივნისის ჩათვლით, ამფითეატრის მოედნიდან მეჯინისწყლის ხიდამდე. მეორე ეტაპი- 2018 წლის 01 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, მეჯინისწყლის ხიდიდან კაჩინსკის ქუჩის მოსახვევამდე.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ბათუმის ბიუჯეტიდან 2 041 884 ლარით ფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია “მონოლითი 2005” ახორციელებს.