LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშერისა და ჯასტინ ბიბერის დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ირკვევა – რა განცხადებას ავრცელებს აშერის წარმომადგენელი

337
page

როგორც ცნობილია, აშერსა და ჯასტინ ბიბერს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობებით, ბიონსესა და ჯეი-ზის მიერ გამართულ ,,ოსკარების” შემდგომ დახურულ წვეულებაზე, მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

სკანდალი აშერსა და ჯასტინ ბიბერს შორის – რა მოხდა ბიონსეს წვეულებაზე?

ახლახან გაირკვა, რომ აშერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას დაპირისპირება ჰქონდა თავის ყოფილ პროტეჟესთან. მომღერლის ახლობელმა, Da Brat-მა აღნიშნული ამბავი „გადაჭარბებულად“ შეაფასა.

მისი თქმით, აშერი წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ბიბერს სხვადასხვა სირთულის დროს და მათ შორის კონფლიქტი არ არსებობს:

„ისინი ერთმანეთის მიმართ სიყვარულით არიან განწყობილნი. ადამიანები ხშირად არასწორად აღიქვამენ იმას, რასაც ხედავენ და შემდეგ ამაზე ისტორიებს აგებენ“, – აღნიშნა მან.

ბიბერის გარემოცვის წევრები ამბობდნენ, რომ სწორედ აშერი მიადგა მომღერალს „გაღიზიანებული და აგრესიული“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები