რა განსხვავებაა ციფრულ და კლასიკურ მარკეტერს შორის – “კავეას” მარკეტინგის დირექტორი და ფრანგული სტარტაპის PandaScore-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი გვანცა გარმელია სტუმრად გადაცემაში “FM ქოუჩი”.
რა ძირითადი გამოწვევები აქვს თანამედროვე მარკეტინგს?
როცა კომპანია იზრდება, შეუძლებელია მარკეტინგის გარეშე მოხდეს ეს ყველაფერი. დღეს ციფრულ სამყაროში მარკეტინგი უფრო კარგად ავლენს თავის თავს. ტრადიციულ და ციფრულ მარკეტინგს შორის ბუნებრივია განსხვავებაა. ტრადიციული მარკეტინგი იყო უფრო სწორხაზოვანი, არ გვესმოდა მომხმარებლის უკუკავშირი, თუ დამატებით გამოკითხვებს არ ჩავატარებდით, ციფრული მარკეტინგის შემთხვევაში, თუნდაც სოციალური ქსელით შეიძლება საინტერესო „ფითბექი“ მივიღოთ მომხმარებლისგან. კინოთეატრების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია გამოხმაურებებით გავზომოთ რა მოწონება აქვს და როგორ ინტერესს გამოხატავს მაყურებელი.
შესაბამისად ციფრული მარკეტინგი საბოლოო ჯამში მოლოდინების განსაზღვრაში გვეხმარება. ცხადია ტრადიციული მარკეტინგი არ კარგავს თავის ძალას. გააჩნია კომპანიის საჭიროებებს, სწორედ ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს მარკეტინგის რომელი მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული.
აუცილებელია განვსაზღვროთ რა საჭიროება აქვს ბიზნესს და იმის მიხედვით მოხდეს კამპანიის დაგეგმა. დღეს მარკეტინგი და ძალიან ბევრი დეპარტამენტი მეგობრობს. მარკეტინგის როლი არაა მხოლოდ გაყიდვები, მის ფუნქციები უფრო მეტია.
დღეს მარკეტებს აქვთ საშუალება ევროპის ბაზარზე დისტანციურად იმუშაონ…
პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. დღეს ბევრი კომპანია მიხვდა, რომ შესაძლებელია დისტანციური მუშაობა. ევროპის ბაზარზე ბევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა საერთაშორისო მასშტაბებით მოძებნონ კადრები და გამოიყენონ მათი გამოცდილება.