LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციაში – სამუშაო ჯგუფი ორ ვერსიას განიხილავს

IMG_9925-1024x576

რა სტატუსი ექნება მომავალში ავლაბრის რეზიდენციას, ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის წევრთა შემადგენლობით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიამრთა. აუდიენციის დასრულების შემდეგ ჯგუფის ხელმძღავნელმა მარიამ ჯასმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას გახდება ცნობილი თუ რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციაში.

ამასთან, მარიამ ჯაში ეხმაურება სახალხო დამცველის განცხადებას, რომ შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში ომბუდსმენის აპარატი განთავსდეს. ჯაშის თქმით, მაშინ, როდესაც ხედვები ძირითადად გათვლილია კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადო მიმართულებაზე, იქ მიუღებელია რამე სხვა ადმინისტრაციის განთავსება, მიუხედავად ინსტიტუციის მნიშვნელობისა.

სამუშაო ჯგუფი ავლაბრის რეზიდენციაში კულტურის ეროვნული ცენტრის ან ინტეგრირებული სამუზეუმო სივრცის განთავსების საკითხზე მსჯელობს.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ სამუშაო პროცესს ვიწყებთ დღეიდან. დღეს გვაქვს პირველი სამუშაო შეხვედრა, ეს გახლავთ უმრავლესობის ფორმატში და არა კომიტეტის ბაზაზე შემუშავებული შემადგენლობა ჯგუფის, თუმცა ბუნებრივია თუკი საგანმანათლებლო და კულტურულ მიმართულებაზე იქნება შეჯერება, მე აუცილებლად მექნება დამატებითი კონსულტაციები კომიტეტის წევრებთან. ჩვენ დღეს ვიხილავთ ერთ -ერთ მთავარ ვერსიას, რომელიც თავად პრეზიდენტის სასახლის პროექტის ავტორს ეკუთვნის და შესაბამისად განვიხილავთ მათ მიერ წარმოდგენილ წინადადებას კულტურის ეროვნული ცენტრის და ინტეგრირებული სამუზეუმო სივრცის თაობაზე, ეს გახლავთ ერთ-ერთი ვერსია, ასევე დამატებით არსებობს წინადადებები, რომ თავად შენობის არქიტექტურის და უნიკალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, რომელიც იძლევა თბილისის არაჩვეულებრივად წარმოჩენის საშუალებას, ასევე იყოს პარალელურად აღნიშნული სივრცე მაღალი რანგის სტუმრებისთვის გამოყენებული, თუმცა ეს გახლავთ მხოლოდ სამუშაო ვერსიები. იმედი მაქვს, მომდევნო კვირის ბოლომდე ყველა დამატებით კონსულტაციას გავივლით. აუცილებლად მექნება კონსულტაციები შესაბამის სამინისტროსთან და როდესაც დასრულდება აღნიშნული პროექტი, არამხოლოდ კონცეპტუალური, არამედ მენეჯმენტის და ადმინისტრაციის თვალსაზრისით, საზოგადოებას წარვუდგენთ შესაბამის რეკომენდაციებს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g