LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ბინის ფასებზე თბილისში?

77
ფორტუნა-715X400

პანდემიამ შეცვალა მსოფლიო და შეგვცვალა ჩვენ, ადამიანები. რა თქმა უნდა, დედამიწა დაამარცხებს ამ ვირუსს, მაგრამ მისგან შემორჩენილი წესები დიდხანს გაგვყვება.

რეგულაციებმა, რომლის კიდევ ერთხელ გამკაცრებასაც დღე-დღეზე ველოდებით, დიდი გავლენა მოახდინა ბიზნესზე. ზოგიერთი მათგანისთვის სავალალო აღმოჩნდა ეს მდგომარეობა, ზოგიერთმა ონლაინ სივრცეში გადასვლით გადაირჩინა თავი, ზოგი კი  – ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ოპერირებას, მაგრამ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს ვერსად გაურბის.

ბუნებრივია, პანდემიამ გავლენა იქონია უძრავი ქონების ბაზარზე. შარშან ამ დროს სრული ლოქდაუნის პირობებში, თითქმის 90%-ით შემცირდა ტრანზაქციები უძრავ ქონებაზე, წელს 2020-თან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნება ჯერჯერობით არც განიხილება.

შექმნილმა ვითარებამ რასაკვირველია, იმოქმედა ბინების გასაყიდ ფასებზე, ამასთან ერთად დეველოპერებმა განსაკუთრებული აქციები და შეთავაზებები დაგეგმეს უძრავი ქონების მაძიებლების დასაინტერესებლად, რაც ერთის მხრივ ძალიან კარგი ვარიანტია მათთვის, ვინც სწორედ ახლა ფიქრობს სახლისა თუ ბინის შეძენას.

ბინების ფასები სხვადასხვა უბანში

2021 წლის პირველ კვარტალში, უძრავი ქონების საშუალო შეწონილ ფასს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ახალი ბინების საშუალო შეწონილი ფასი მხოლოდ 2%-ით შემცირდა, 2019 წელთან შედარებით კი 1%-ით. რაც შეეხება ძველ ბინებს, მაჩვენებელი 2% და 4%-ით შემცირდა 2019-2020 წლების პირველ კვარტალთან შედარებით.

უფრო კონკრეტულად, რომ განვიხილოთ – ვაკე-ბაგების ტერიტორიაზე 70-80 კვ.მ გარემონტებული ბინის ფასი 250 000 ლარიდან იწყება  და 600 000 ლარამდე ადის, საბურთალოზე იმავე ფართის ბინები 220 000 ლარიდან – 350 – 400 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, კრწანისში 220 000 – 350 000 ლარში, დიდ დიღომში  190 000 – 250 000 ლარის შუალედში, პლეხანოვზე 235 000 – 440 000 ლარში. რაც შეეხება გარეუბნებს, გლდანში, ან ვარკეთილში ამავე ფართის ბინას 100 000 – 130 000 ლარი სჭირდება. სხვა ვითარებაა ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც 80-100 კვ.მ ბინა 260,000 ლარიდან იწყება და 1 000 000 ლარს ცდება, ნუცუბიძის პლატოზე კი ფასები 120 000 ლარიდან – 350 000 ლარამდე ადის.

როგორ მოვძებნოთ სასურველი ბინა თბილისში?

ბინის მოძებნაში, ყიდვასა და ფინანსების მობილიზებაში Area.ge საუკეთესო მეგზურობას გაგიწევთ. Area არის უძრავი ქონების პლატფორმა, რომლის საშუალებით მარტივად შეგიძლიათ, მოძებნოთ ბინები თბილისში. განცხადებების მრავალფეროვანი არჩევანი მოიცავს გასაყიდი ბინების შესახებ ინფორმაციას მთელი თბილისის მასშტაბით, დეტალურად აღწერილი უძრავი ქონება კი ამარტივებს შემდეგი ნაბიჯის გადადგმის პროცესს. დიდი მსჯელობისა და შედარებების შემდეგ, როცა ყიდვას გადაწყვეტთ და საქმე ფინანსებამდე მივა, ამ ეტაპზეც შეგიძლიათ, არეას იმედი გქონდეთ, რადგან პირდაპირ საიტიდან შეგიძლიათ, მოითხოვოთ იპოთეკური სესხი იმ კონკრეტული ბინისთვის, რომელიც ასე ძალიან მოგწონთ. უმარტივესი ფორმის შევსებით გააგზავნით სესხის მოთხოვნას და შეიძენთ ახალ სახლს. არეა ბინის შეძენის რთულ გზას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g