სენატის იურიდიულ კომიტეტში გამოკითხვის დროს მარკ ცუკერბერგის ჩაცმულობას სოციალურ ქსელში განიხილავენ. მომხმარებლებმა მეტნაკლებად შეძლეს და გამოიანგარიშეს რა ღირებულების სამოსი ეცვა Facebook-ის დამფუძნებელს, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს და აღმასრულებელ დირექტორს.
როგორც მიკრობლოგ Twitter-ზე მომხმარებელთა ნაწილი წერს, 33 წლის მარკ ცუკერბერგს 2 500 დოლარის ღირებულების Gucci-ს პიჯაკი ეცვა. რაც შეეხება პერანგს ის Dior-ის იყო და $570.24 ღირდა. Brook’s Brother’s-ის ჰალსტუხში კი არც თუ ისე ძვირი, $79.95 გადაიხადა.
მანამდე სოციალური ქსელის მომხმარებლებს ისიც კი დააინტერესათ მარკ ცუკერბერგი მისი ქცევის გამო რობოტი იყო თუ რეპტილია.