LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს ერთი კვ.მ. უძრავი ქონება თბილისის უბნებში – ფასების ინდექსი წლიურად 13.%-ით გაიზარდა

354
tbilisi-2386965-1280-47909048

თბილისში 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 3.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.1 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 28.8 პროცენტით არის გაზრდილი.

საქსტატის თანახმად, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი 14%-ით გაიზარდა – მაისში გაყიდვები შემცირდა 

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 3.4-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე კერძო სახლების სეგმენტში – ზრდამ 1.6 პროცენტი შეადგინა.

2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში: ბინებზე – 10.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე – 16.2 პროცენტით.

უბნების მიხედვით ბინების სეგმენტში ერთ კვადრატულ მეტრზე ფასები ასე ნაწილდება: მთაწმინდა – 5 167 ლარი; ვაკე – 4 404 ლარი; კრწანისი – 3 417 ლარი; საბურთალო – 3 397 ლარი; ჩუღურეთი – 3 284 ლარი; დიდუბე – 3 131 ლარი; ნაძალადევი – 3 006 ლარი; ისანი – 2 917 ლარი; გლდანი – 2 891 ლარი; სამგორი – 2 718 ლარი.

რაც შეეხება კერძო სახლების სეგმენტს, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უბნების მოხედვით ასე გამოიყურება: მთაწმინდა – 3 776 ლარი; ვაკე – 3 647 ლარი; კრწანისი – 2 811 ლარი; საბურთალო – 2 628 ლარი; ჩუღურეთი – 2 622 ლარი; დიდუბე – 2 287 ლარი; ნაძალადევი – 2 272 ლარი; ისანი – 2 170 ლარი; გლდანი – 2 123 ლარი; სამგორი – 1 955 ლარი.

თბილისში ბინების ფასი გაიზარდა – რამდენი ბინა გაიყიდა მაისში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g