2022 წლის დეკემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 167 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 275 ლარი. ინფორმაციას ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, ნოემბერში საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი 122 ლარი იყო.
როგორც PMCG-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა დეკემბერში 456 ლარი შეადგინა. თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 559 ლარი შეადგინა, კახეთში – 552 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 458, ხოლო აჭარაში – 429.
“საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის დეკემბერში, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, 5.5%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.4%-ით გაიზარდა.
2022 წლის დეკემბერში, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 14.8%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 13.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.4%-ით გაიზარდა”, – აღნიშნულია კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.