LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა გინდათ, საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით საბოლოოდ ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?“ – ირაკლი ქადაგიშვილი

143
Untitled design

28 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელზეც სხვებთან ერთად რუსი ტურისტებიც იყვნენ, ბათუმის პორტი აქციის ფონზე დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი ქადაგიშვილს აინტერესებს, „რა სურთ ამ ადამიანებს საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით საბოლოოდ ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?“.

მისივე განცხადებით, „ტენედენცია სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვისკენ არის მიმართული“.

სალომე ზურაბიშვილი: ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია

რომან გოცირიძე: „Astoria Grande” ურჩხულს ჰგავს, ეს გემი არის სიმბოლური

„ეს გემი არც რუსულია და არც რუსეთიდან არ შემოსულა, თურქეთიდან შემოვიდა. თურმე, გემზე, რომელიც უცხო ქვეყნისაა, უცხო ქვეყნიდან მოდის და უცხო ქვეყანაში მიდის, ამ გემზე შეიძლება იყვნენ რუსეთის მოქალაქეები, ამიტომ ჩვენ უნდა მოვაწყოთ ასეთი ობსტრუქცია? რა გინდათ, ანუ, რას მივაღწიოთ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით საბოლოოდ ჩაკეტილი ქვეყანა იყოს? და თუ სადმე რუსი არსებობს და ეს რუსი შეიძლება, რომელიმე გემზე ან რომელიმე თვითმფრინავზე იყოს, ამიტომ ყველაფერს საბოტაჟი და ობსტრუქცია უნდა გამოვუცხადოთ?

„ბათუმში ბოლოს 1978 წელს ვიყავით, ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ“, „აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ.. ყველგან საბჭოთა კავშირია, რუსეთი ოკუპანტი არ არის“ – სოჭიდან ბათუმში შემოსული კრუიზის რუსი ტურისტები

როდესაც ვხედავთ, რომ იქითკენ არის ტენდენცია, მაქსიმალურად მოხდეს სიტუაციის დაძაბვა… ხშირ შემთხვევაში ვინც საქართველოს ისტორიას კარგად იცნობს, პროვოკაციას როცა პასუხობ არათანმიმდევრულად, როცა პროვოკაციას პასუხობ აქეთ პროვოკაციით, სწორედ ეს იწვევს სიტუაციის ესკალაციას“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი გუშინ ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა.

ვიდეო: რუსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი საქართველოს ჰიმნის ფონზე დატოვა

საქართველოს მოქალაქეებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს საკრუიზო ლაინერზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები.აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, „დატოვეთ ჩვენი ქვეყანა“.

აქციაზე ხმაური მოჰყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გადმოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა.

რუსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმშია: „მფლობელი საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g