LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია

137
fot (2)

ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს, რითაც სოჭიდან წამოსული საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით, გუშინ, 27 ივლისს ბათუმის პორტში გამართულ აქციას ეხმიანება.

„ბათუმში ბოლოს 1978 წელს ვიყავით, ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ“, „აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ.. ყველგან საბჭოთა კავშირია, რუსეთი ოკუპანტი არ არის“ – სოჭიდან ბათუმში შემოსული კრუიზის რუსი ტურისტები

მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის.

რომან გოცირიძე: „Astoria Grande” ურჩხულს ჰგავს, ეს გემი არის სიმბოლური

„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს.

„რაც დღეს ვიხილეთ, ეს უბრალოდ ქაჯობაა” - ირაკლი კობახიძე რუსების წინააღმდეგ პროტესტზე

„რაც დღეს ვიხილეთ, ეს უბრალოდ ქაჯობაა” - ირაკლი კობახიძე რუსების წინააღმდეგ პროტესტზე

შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

შეგახსენებთ, სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი გუშინ ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა. საქართველოს მოქალაქეებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს საკრუიზო ლაინერზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები.აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, „დატოვეთ ჩვენი ქვეყანა“.

ვიდეო: რუსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი საქართველოს ჰიმნის ფონზე დატოვა

რუსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმშია: „მფლობელი საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება“ 

 

ფოტო: რადიო „თავისფულება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები