LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა ინგრედიენტებითაც არ უნდა ხდებოდეს ოპოზიციური კერძის მომზადება, არის განწირული“ – წილოსანი ოპოზიციაზე

216
ნინო წილოსანი

„დაჯგუფება, რომელსაც ერთ შემთხვევაში გვარამია-მელია, გირჩები და „დროას“ ვხედავთ, არის სრულიად ამორალური და პოლიტიკურად უზნეო პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება“ – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანი აღნიშნული განცხადებით ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თმით, ამ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება „წაგების ფორმულაა“

„ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის ყველა პარტია დამარცხებისთვისაა განწირული. ამ შემთხვევაში, ეს გაერთიანებებიც, რა ინგრედიენტებითაც არ უნდა ხდებოდეს ოპოზიციური კერძის მომზადება, არის განწირული. დაჯგუფება, რომელსაც ერთ შემთხვევაში გვარამია-მელია, გირჩები და „დროას“ ვხედავთ, არის სრულიად ამორალური და პოლიტიკურად უზნეო პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება. ის მავნებლური პოლიტიკა, რომელსაც ერთად ემსახურებიან, არის წაგების ფორმულა“ – აცხადებს ნინო წილოსანი „რუსთავი ორთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები