LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კატეგორიაში ქვეყნდება ყველაზე მეტი ვაკანსია ჩვენს ქვეყანაში – ვაკანსიების რაოდენობა 81%-ით გაიზარდა

147
vakansiastomatologisfakultetismdivnispoziciaze_1531912328

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, 32,301 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 81%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 69%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 1.4% შეადგინა.

2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, 9,112 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 109%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 82%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, 7,069 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 81%- ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 75%-ით გაზრდილი მაჩვენებელია

2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, 10,778 ვაკანსია გამოქვეყნდა ტექნიკურ/ლოგისტიკურ კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 110%- ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 60%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები