LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კავშირშია ხის ქართული სანათები და ”ჰარი პოტერი”?

648

„ლუმოსი“ ხელნაკეთი, ხის დეკორატიული სანათებია, რომლის წარმოება და რეალიზება ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ბრენდი ბაზარზე თავის დამკვიდრებას მაღალი ხარისხის ინტერიერის დეკორაციებით გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” „ლუმოსის” დამფუძნებელმა, ბექა ტაბატაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე 30-ამდე სახეობის სანათი აქვს შექმნილი, პროდუქციის დასამზადებლად კი ხის მასალას იყენებს.

15228047_1334489889917874_100912062_n

”ზოგადად, ყოველთვის მიყვარდა ხესთან მუშაობა. ჩემთვის ვაკეთებდი ოთახის მინიმალისტურ და დეკორატიულ აქსესუარებს, მათ შორის სანათებსაც. დღესდღეობით, ბაზარზე ხელნაკეთ, ორიგინალურ ნივთებზე დიდი მოთხოვნაა, რამაც გადამაწყვეტინა ჩემი პროდუქტიც მექცია ბიზნესად. დასაწყისისთვის ვიფიქრე, რომ ჯობდა ერთ კონკრეტულ ხაზს გავყოლოდი და დეკორატიული სანათები შევარჩიე. თუმცა, სანათების გარდა, ვამზადებ თაროებსაც და ინტერიერისთვის განკუთვნილ სხვა მინიმალისტურ ხელნაკეთ ნივთებს”, – აღნიშნა ტაბატაძემ.
მისივე თქმით, ”ლუმოსი” სამომავლოდ გაფართოებასაც გეგმავს. როგორც ბრენდის დამფუძნებელმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში პატარა მაღაზია-სახელოსნოს მოწყობას აპირებს, სადაც შესაძლებელი იქნება არა მარტო პროდუქციის შეძენა, არამედ შექმნის პროცესისთვის თვალის დევნებაც.

15211572_1334489906584539_852379311_n

რაც შეეხება, „ლუმოსის” ხელნაკეთი დეკორაციების რეალიზაციას, ამ ეტაპზე მათი შეძენა მომხმარებელს ბრენდის ოფიციალური ”ფეისბუქ-გვერდის” მეშვეობით შეუძლია.

”სანათები მზადდება როგორც ჩვენი, ასევე მომხმარებლის დიზაინით. დამკვეთს აქვს სრული თავისუფლება, შექმნას სასურველი სანათი. შესაძლებელია მასზე წარწერების და ილუსტრაციების განთავსება, რომელიც ასევე ხელით იხატება. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი სანათები მზადდება მხოლოდ ხისგან. განათებისთვის კი, მაღალი ხარისხის დეკორატიულ ნათურებს ვიყენებთ”, – განმარტა ბრენდის შემქნმელმა.

ცნობისთვის, „ლუმოსი“ ბაზარზე ერთი თვეა გამოჩნდა. ბრენდის სახელი კი „ჰარი პოტერს” უკავშირდება.
”მეც და ჩემი დიზაინერიც „ჰარი პოტერის“ დიდი მოყვარულები ვართ. Lumos განათების შელოცვაა „ჰარი პოტერიდან“ და შესაბამისად, განათებასთან ასოცირდება. ვცდილობთ, ჩვენი სანათები ისეთივე ჯადოსნური იყოს, როგორიც სახელს შეეფერება”, – განაცხადა ბექა ტაბატაძემ.

lumos-harry-potter-20358058-410-500

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g