მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თემას ააქტიურებს. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სადაო ტერიტორიის, ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანელებს ბილიკი გაჰყავთ.
ქაცარავა შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს და წერს:
“ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანელებს გაყავთ ბილიკი. ამ მოცემულობით
დელიმიტაციის კომისიის ე.წ. მუშაობა სუფთა ფორმალობაა.
დუმს როგორც დელიმიტაციის კომისიის ყველა წევრი, ასევე ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ოპოზიციის ჩათვლით.
რა ხდება ბატონებო და ქალბატონებო, გადაეცით გარეჯი აზერბაიჯანელებს და არ გვეუბნებით???.”
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა მაისში დაიწყო. ამ ინფორმაციას მაშინ დიდი გამოხმაურება და ქართული საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. თუმცა, სიტუაცია ქართველი პოლიტიკოსების შეფასებება დააცხრო.
დავითგარეჯა – ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსია. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის სერზე. სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სადავოა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები.
ნახეთ ამავე თემაზე: საქართველო პროვოკაციებს ამზადებს – აზერბაიჯანული მედია გარეჯის თემაზე