LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება, როდესაც დასაწყნარებლად ბავშვს პლანშეტს აძლევთ?

54

ყველა მშობელს გამოუცდია, რამდენად რთულია ატირებული ბავშვის დამშვიდება. სრულიად გასაგებია, რატომ იყენებს მსგავს სიტუაციებში ბევრი ”დამამშვიდებელ მანევრს”, სმარტფონის ან პლანშეტის სახით.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს არც ისე უსაფრთხო წვრილმანებია. კრიზისულ მომენტებში ბავშვი დაძაბულობას განიცდის და მას განსაკუთრებით სჭირდება მშობლის ყურადღება. გაჯეტთან მარტო დარჩენის დროს კი ის გარიყულად ყოფნას ეჩვევა.

ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯენი რადესკი აღნიშნავს, რომ პლანშეტთან ან სმარტფონთან ზედმეტად გატარებული დრო ბავშვის პიროვნების განვითარებას აფერხებს.

ამიტომ ეჭვი ნუ შეგეპარებათ: ყველაზე ღირებული, რაც შეგიძლიათ ბავშვს ასწავლოთ, არა თანამედროვე გაჯეტში ჩართული თამაში ან სახალისო ვიდეო, არამედ თქვენს პატარსთან ერთად გატარებული რაც შეიძლება მეტი დროა.

და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ახერხებთ ბავშვის დაწყნარებას სიტყვებით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მისი მოსმენა და დამშვიდების სურვილი გქონდათ – რაც მის მომავალში უდიდესი წვლილის შეტანის ტოლფასია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები