თბილისი და სრულიად საქართველო 26 მაისისთვის ემზადება. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან საიუბილეო, 100 წლისთავი განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნება. მოლოდინი და ემოცია დიდია. სამზადისი კი ბოლო დეტალებს მოიცავს. რა ვითარება იყო თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის, ამაზე მცირედით წარმოდგენას ჩვენი ფოტორეპორტაჟი შეგიქმნით.