ქუთაისიის კაფეები შობის ღამეს მოქალაქეებს უფასოდ გაუმასპინძლდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დათო ლიკლიკაძე ავრცელებს.
“ეეე…რა მაგარი ქალაქია ქუთაისი…
შობის ღამეს, ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა შეთავაზა ადგილობრივ კაფეებს ხომ არ გამოიტანდით თქვენს პროდუქციას ქუჩაში და უფასოდ შესთავაზებდით ტურისტებსაც და გამვლელებსაცო. შესაბამისად ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული თითქმის ყველა კაფე ერთვება საშობაო ზეიმში. 6 იანვარს 19:00- 21:00 საათამდე ყველასთვის საყვარელი “დები”, “პალატი”, “პაოლო”,”ფოე-ფოე”, “ალმანო”, “აგერარი”,”თეთრი ქვები” ,”ბესტვესტერნი”, “საფერე”, “ჩერი”… ყველანი მზად არიან გაალამაზონ საშობაოდ ქალაქი, გაუმასპინძლდნენ სასეირნოდ გამოსულ ადამიანებს თავიანთი საშობაო ნუგბარებით.
ასეთი ქალაქია ქუთაისი!
სპონტანური, გახსნილი, სტუმართმოყვარე!
ვაქციოთ ეს ზეიმი ტრადიციად!
დავატრიალოთ გემრიელი სურნელი ჩვენს მყუდრო ქუჩებში!”-წერს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.
https://www.facebook.com/liklikadze/posts/10212952743213023
