LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მდგომარეობაა შავი ზღვის წყალში – სახალხო პლატფორმა

14
ლია-აფციაური

რა მდგომარეობაა შავი ზღვის წყალში – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის უფროსმა ლია აფციაურმა ისაუბრა.

 რამდენ დღეში ტარდება მონიტორინგი?

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებს. კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის  ქიმიური პარამეტრები.

სად იგზავნება სინჯები?

აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტირებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად.

რა მდგომარეობაა დღეს შავ ზღვაზე?

სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული ბოლო კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები