ცნობილი დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერი დავით მაჩაიძე იხსენებს, თუ რა მოხდა საქართველოში ბრუნო მარსის კონცერტის After Party-ის მოსამზადებელ დღეს.
გთავაზობთ მაჩაიძის სტატუსს:
„მუსიკალური რადიოსადგურებიდან ბრუნო მარსის სინგლები ისმის, Daddy_ს ამბების მერე მგონი ბრუნო სუფთაა!
P.S. აქ რომ იყო თბილისში, ინციდენტი მოხდა ასეთი: after party-ზე ორგანიზების საკითხებში ვიყავი. დაუგეგმავად მოხდა ასე, რომ ჩემი მეგობრის შვილი (ნათლული) იყო ჩემთან ერთად. თვითონ ბრუნომ, რომ გაიგო, იყო 16 წლის, თავაზიანად მოითხოვა დაეტოვებინა ის ტერიტორია! (ძალიან მოეწონა და ასაკის გაგების მერე ასე მოხდა). მანდ მივხვდი, რომ რაღაც შეშინებულები იყვნენ „სთარები“ არასრულწლოვანების მიმართ. არადა ნუცის მხოლოდ ფოტოს გადაღება უნდოდა )))”
აღსანიშნავია, რომ ცნობილი რეპერის, ფი დიდის, იგივე ფაფ დედის დაკავების შემდეგ, საზოგადოება აქტიურად ინტერესდება სხვა ვარსკვლავების პირადი ცხოვრებით.
მუსიკალური რადიო სადგურებიდან ბრუნო მარსის სინგლები ისმის, Daddy_ს ამბების მერე მგონი ბრუნო სუფთაა! 😃💎 P.S. აქ რომ იყო…
Posted by David Machaidze on Tuesday, October 1, 2024