LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოხდა ხაშურის მეოთხე სკოლაში – განათლების მინისტრის მოადგილე კომენტარს აკეთებს

106

განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ამბობს, რომ თუ სკოლის შენობაში არის ავარიული მდგომარეობა, „თითოეულმა პედაგოგმა უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა“.

”ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ამ საკითხზე საუბარი გვიწევს. 4000 შენობიდან, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, 1500-ზე მეტი უკვე რეაბილიტირებულია. წლევანდელ სამოქმედო გეგმაში 600-მდე სკოლა არის ჩასმული, სარეზერვო გეგმაში კი, 1000-მდე სკოლაა. ეს ნიშნავს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს. პასუხისმგებლობაზე თუ ვსაუბრობთ, იქ სადაც ავარიული მდგომარეობა, გაბზარული ჭერი, ან სხვადასხვა რისკებია, თითოეულმა სკოლის დირექტორმა, თითოეულმა პედაგოგმა უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და არ უნდა ჩაატაროს ისეთი ღონისძიებები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოსწავლეს, მშობელს, ან სკოლის ნებისმიერ თანამშრომლეს. მით უმეტეს, რომ ეს სკოლა ჩასმულია სამოქმედო გეგმაში, შეფასებულია, გამზადებულია რეაბილიტაციის პროექტი და ყველა ინფორმირებული იყო , რომ იქ ძველი შებათქაშებული ნაწილი, არ იყო მთლად მყარი”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

ხაშურის მე-4 საჯარო სკოლაში დღეს ბათქაში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად სამი მოსწავლე დაშავდა.

magti 5g