LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოხდება საქართველოსთვის, თუ ქვეყანა სრულად უარს იტყვის რუსულ საწვავზე, ან რუსული საწვავი გახდება სანქცირებული – ეკონომისტი 3 შესაძლო შედეგს ასახელებს

256
gogsadze-rusuli-gazis-ambavi

ეკონომისტი ოთო აბესაძე იმ შესაძლო სცენარებს განიხილავს, რაც შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მხრიდან რუსულ საწვავზე უარის თქმას. აღნიშნულ საკითხზე აბესაძე ფეისბუკ პოსტს აქვეყნებს.

„რა მოხდება საქართველოსთვის, თუ ქვეყანა სრულად უარს იტყვის რუსულ საწვავზე, ან რუსული საწვავი გახდება სანქცირებული:

შეიქმნება საწვავის დეფიციტი. მხოლოდ ევროპულ საწვავს თუ შემოვიტანთ 1 ლიტრის საშუალო ფასი იქნება 6-8 ლარი.

აზერბაიჯანი და თურქმენეთი ჯამურად ვერ შეძლებენ საქართველოს მოთხოვნის 60 % – ის დაკმაყოფილებას და გახდება დეფიციტური. საშუალო ფასი 1 ლიტრი 4-6 ლარი.

არაბეთის ნახევარკუნძულთან არ გვაქვს სატრანსპორტო დერეფანი და მისი იმპორტის ლოგისტიკით, 1 ლიტრის საშუალო ფასი ასცდება 10 ლარს“, – ამბობს ოთო აბესაძე. მისივე განმარტებით, თუ მიმდინარე მოვლენების ფონზე, სანქციები გაუუქმეს ირანს, ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ირანული საწვავის ფასის და ლოგისტიკური ხარჯების გათვალისწინებით 1 ლიტრის საშუალო ფასი იქნება 2 ლარი.

რა შემთხვევაში ასცდება 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი 10 ლარს – „საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ საწვავი მხოლოდ ევროპიდან, ან არაბეთის ნახევარკუნძულიდან მიიღოს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g