ლარის კურსის გამყარება ცალსახად განაპირობა ეროვნული ბანკის მენეჯმენტის ცვლილებამ, ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, მიხეილ დუნდუამ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გიორგი ქადაგიძის წასვლის შემდეგ, ეროვნული ვალუტის კურსმა ეკონომიკის რეალობის ასახვა დაიწყო.
”შესაძლებელია, 1.95 გახდეს დოლარი მოკლე ხანში, ვნახოთ, როგორი იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკა. ის ძალიან სწორად უდგება საკითხს. წინამორბედის კრიტიკის ნაცვლად, იწყებს გააზრებულ პოლიტიკას ეკონომიკის წახალისების მიმართულებით და ამცირებს გამყარების მკვეთრ ტენდენციას” – განაცხადა მიხეილ დუნდუამ
ეკონომიკის ექსპერტი ლარის კურსის მკვეთრ გამყარებას ქართული ეკონომიკისათვის საფრთხედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა დადებითად აისახება ეკონომიკაზე.
”მოსახლეობისა და ბიზნესსუბიექტების ნაწილს სესხი დოლარში აქვს აღებული და მათთვის მძიმე ტვირთი იყო ლარის გაუფასურება, ხოლო გამყარება საკრედიტო წნეხისგან განთავისუფლებისა და შერბილების გარანტია” – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.