LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ნაბიჯებს გადადგამს ეროვნული ბანკი ვალუტის გასამყარებლად?

110

ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაცვლითი კურსის ბოლო პერიოდის გაუფასურების მიზეზები ფუნდამენტური ფაქტორების (დოლარის გლობალური გამყარება, თურქული ლირას გაუფასურება) და მოლოდინების ერთობლიობაა.

ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად ფუნდამენტური ფაქტორებისა, მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს.

გაცხადებული სტრატეგიის შესაბამისად, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შესარბილებლად, მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს გამოიყენებს, ისე, რომ ლარის კურსი ფუნდამენტურ ფაქტორებთან შესაბამისობაში დარჩეს.

საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის რისკების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. ეროვნულ ბანკს აქვს სათანადო შესაძლებლობა და ინსტრუმენტები, რომ არ დაუშვას მაღალი ინფლაცია. თავის მხრივ, ზომიერი ინფლაცია  გაცვლითი კურსის გრძელვადიან სტაბილურობას და ეკონომიკის მდგრად ზრდას განაპირობებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g