LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ნატვრა არ აუხდა ლაშა ღლონტის: „ასე რომ მომხდარიყო, გაცილებით უფრო კარგი ფეხბურთელი ვიქნებოდი, ვიდრე ახლა მომღერალი ვარ…“

195
ლაშა ღლონტი

ჟურნალი „თბილისელები“ მომღერალ ლაშა ღლონტთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის თავის ასრულებულ ნატვრებზე საუბრობს:

„მე რა ნატვრა და სურვილიც მქონდა, ფაქტობრივად, ყველაფერი ამიხდა. მხოლოდ ერთი არ გამოვიდა – მინდოდა, ძალიან მაგარი და ცნობილი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. ფეხბურთს ძალიან კარგად ვთამაშობდი, მაგრამ ვერ შევძელი, სპორტს გავყოლოდი. ასე რომ მომხდარიყო, გაცილებით უფრო კარგი ფეხბურთელი ვიქნებოდი, ვიდრე ახლა მომღერალი ვარ. მინდოდა, ვყოფილიყავი ცნობილი მსახიობი, რაც ნაწილობრივ ამიხდა, რადგან ასე თუ ისე საქართველოში მიცნობენ, რაც ძალიან მიხარია. მინდოდა, კარგი ოჯახი მქონოდა და ღმერთს მადლობა, რომ დღეს ასეა. ყველაფერი ამიხდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან დიდი შრომისა და წვალების ფასად მოხდა. თავიდან გვიჭირდა, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე არაფერს ვთაკილობდით და ყველაფერს ჩვენი შრომის შედეგად მივაღწიეთ. ღმერთის იმედი გვქონდა, მაგრამ შენ თუ არ იშრომე, არ იწვალე, არ იფიქრე და ღამეები არ ათენე, ვერაფერს მიაღწევ. ვინც გაჭირვების ფასი არ იცის, ის ცხოვრებაში წინ ვერ წავა. გაჭირვების დროს იწრთობა ადამიანი და როცა შრომითა და შენი ოფლით მოპოვებული თითოეული კაპიკის ფასი იცი, საკუთართან ერთად, სხვის შრომასაც აფასებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები