LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა ნიშნებით ამოვიცნოთ დემენცია და როგორ აღმოვაჩინოთ პრობლემა ადრეულ ეტაპზე“ – ზაზა თელია

1039
zaza-telia_w_h

რა ნიშნებით ამოვიცნოთ დემენცია და როგორ აღმოვაჩინოთ პრობლემა ადრეულ ეტაპზე – ამ თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს:

„დემენცია – ეს არის “ქოლგა ტერმინი”, რომელიც გარკვეული სიმპტომების ერთობლიობას მოიცავს. ეს კოგნიტური უნარების დაქვეითებაა. კოგნიტური უნარი კი ჩვენი თავის ტვინის მიერ ინფორმაციის მიღებას, გაანალიზებასა და შენახვას გულისხმობს. შესაბამისად, ამ დროს აზროვნების, მეხსიერებისა და სოციალური უნარების დაქვეითება გვხვდება. ანუ, დემენცია აზროვნების, მეხსიერებისა და სოციალური უნარების დაქვეითების ერთობლიობაა. მას სხვადასხვა ტიპის მიმდინარეობა აქვს და მაგალითებზეც გეტყვით, თუ რა განსხვავებაა მათ შორის.

ასაკი ყველაზე ძლიერი რისკ-ფაქტორია, თუმცა დემენციის ფორმები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ალცჰაიმერი უფრო მეტად 65 წლის ზევით გვხვდება.

გენეტიკა და ოჯახური ისტორია რისკებს, რა თქმა უნდა, ზრდის, თუმცა ყოველთვის გადამწყვეტი არ არის.

მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაც: ეგრეთ წოდებული არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა), მაღალი ქოლესტერინი და ათეროსკლეროზი. ეს ყველაფერი პროცესზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

ასევე მნიშვნელოვანია ცხოვრების წესი: ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, თამბაქოს მოხმარება (რაც ერთ-ერთი მაღალი რისკ-ფაქტორია), ჭარბი ალკოჰოლი და სიმსუქნე. მეტაბოლური ფაქტორებიდან – დიაბეტი და, როგორც გითხარით, სიმსუქნე. ასევე თავის გარკვეული ტიპის ტრავმები და ძილის აპნოე.

მეხსიერების დაკარგვა, განსაკუთრებით ახალი ინფორმაციის ათვისების სირთულე.

ორიენტაციის დარღვევა – ნაცნობ ადგილებში გზის აბნევა ან დროის შეგრძნების დაკარგვა.

კომუნიკაციის სირთულე – როდესაც ადამიანი სიტყვებს ვერ პოულობს და საუბარი გაწყვეტილია.

რთული ამოცანების შესრულების გაძნელება – მაგალითად, გადასახადების გადახდა ან კერძის რეცეპტით მომზადება.

ფსიქოლოგიური ცვლილებები – კომუნიკაციის გაძნელების გამო ადამიანს ხშირად დეპრესია, შფოთვა ან აპათია ეწყება“,- ამბობს ზაზა თელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g