LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრიორიტეტული მიმართულებები აქვს გლდანის რაიონის გამგეობას – სახალხო პლატფორმა

742
ბესიკ-კალაძე

რა პრიორიტეტული მიმართულებები აქვს გლდანის რაიონის გამგეობას – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კალაძემ ისაუბრა. 

რომელი მიმდინარე პროექტები ხორციელდება გლდანის რაიონის გამგეობაში?

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მათ შორის არის საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, სკვერების და სარეკრეაციო სივრცეების შექმნა, სპორტული მოედნების მოწყობა – რეაბილიტაცია, შშმ პირებისთვის სადარბაზოების ადაპტირება და სხვა. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები.

გზის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის. მნიშვნელოვანია როგორც ცენტრალური ქუჩების, ასევე, დაზიანებული შიდა ეზოების მოწესრიგება. სამუშაოებს ამ მიმართულებით არაერთ ქუჩაზე ვაწარმოებთ და ვცდილობთ დისკომფორტები რომელიც მოსახლეობას ექმნება მაქსიმალურად აღმოვფხვრათ.

საგზაო სამუშაოებიდან გამოვყოფდი სოფელ გლდანში – ყაზბეგის, ჩოლოყაშვილის, თავდადებულის, ასევე, ბარბარე ჯორჯაძე – ერისთავის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს. სადაც, ასფალტის საფარი არარსებობდა, ძალიან მალე კი მათ აღნიშნული პრობლემა მოუგვარდებათ. სამწუხაროდ, ჩვენს რაიონში არსებობს ისეთი ქუჩები რომლის მოწყობაც მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაზეა დამოკიდებული. ცხადია, გვაქვს კომუნიკაცია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ და როგორც კი მათი მხრიდან მოხდება წყლის ქსელების შეცვლა ჩვენ ამ ქუჩების მოწესრიგების სამუშაოებს დავგეგმავთ. 

რა ვითარებაა სარეკრეაციო ზონებთან დაკავშირებით?

ყოველწლიურად გლდანს არაერთი პარკი თუ სკვერი ემატება და დღითი დღე მწვანდება ჩვენი რაიონი. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა თავისუფალი სივრცის ათვისებას და იქ სარეკრეაციო ზონის შექმნას. აღვნიშნავდი, I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერის მოწყობის სამუშაოებს, სადაც ძალიან მალე ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები.

სამუშაოების შედეგად ეწყობა როგორც ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები,ასევე, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა. მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. რაც მთავარია განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და დაირგვება ხე მცენარეები. გლდანს კი კიდევ ერთი ლამაზი ასევე, სკვერებში დაზიანებული ინვენტარის შეკეთების სამუშაოებსაც, რაც სამწუხაროდ გამოწვევაა. ხშირად ვაწყდებით ისეთ ფაქტებს როდესაც სკვერში აზიანებენ ინვენტარს და შემდეგ გვიწევს განახლება და რესურსის დახარჯვა.

ასევე,მინდა შევეხო ავტოფარეხების ნაცვლად სკვერის მოწყობის საკითხსაც.

რაიონი ასევე გამოირჩევა შემოერთებული ტერიტორიებითაც, რა ქმედებები ხორციელდება ამ კუთხით?

აღსანიშნავია შემოერთებული ტერიტორიების საკითხი, მათ შორის მუხიანის აგარაკების, სადაც საერთოდ არარსებობდა წყალარინების ქსელი და არც საგზაო ინფრასტრუქტურა, შესაბამისად ვერ გადაადგილდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის მოგვარება რამდენიმე წლის წინ მერიამ და გამგეობამ დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს.

ამ დროისთვის დასახლებაში კაპიტალურად მოეწყო 12-მდე ქუჩა. თუმცა, კვლავ არის ისეთი ქუჩები რომლებზე მოსაწყობია კომუნიკაციები და გზა. შესაბამისად, სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს და სამომავლოდაც იგეგმება. 

ამ ეტაპზე მუხიანის აგარაკებზე მერიის მიერ ბორჯომის, ნეკრესისა და დაისის ქუჩებზე მიმდინარეობს წყალარინების ქსელის მოწყობა, პარალელურად, კი გამგეობის მიერ ვანისა და ხვანჭკარის ქუჩებზე ვაწყობთ ქსელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ყველა ზემოთ ნახსენებ ქუჩაზე მოეწყობა ასფალტის საფარი.

რა კეთდება ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც სპორტული მოედნების მოწყობა – რეაბილიტაციას ვახორციელებთ, სამუშაოები ახლაც რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს და უმოკლეს დროში ვგეგმავთ ოთხი სრულიად ახალი სტადიონი შევმატოთ ჩვენს რაიონს. რათა ბავშვებმა თავისუფალი დრო სპორტს დაუთმონ.

მნიშვნელოვანია შშმ პირებისთვის სადარბაზოს ელექტრო პანდუსის ადაპტირება, წელს კიდევ ოთხი სადარბაზოს ადაპტირებას განვახორციელებთ.

ასევე, მნიშვნელოვანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს მივეხმაროთ ამხანაგობებს კორპუსში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში.