„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.
ხაბეიშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხმების უმრავლესობით გახდა – ბლოკჩეინ-სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო, ლევან ხაბეიშვილმა 21 656 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 52.58%-ია.
„ფორტუნა“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე.
როგორც აღმოჩნდა, ლევან ხაბეიშვილმა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2021 წლის 10 თებერვალს შეავსო.
დოკუმენტის მიხედვით, ლევან ხაბეიშვილის საკუთრებაში უძრავი ქონება არ ფიქსირდება.
ენმ-ის ახალი თავმჯდომარის მოძრავ ქონებაშია ავტომანქანა Toyota Highlander, რომელიც ხაბეიშვილმა 2020 წელს შეიძინა, 7 000 დოლარად.
ხაბეიშვილის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიშები ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ასე გამოიყურება:
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ლევან ხაბეიშვილმა, თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე, 01.01.2020-დან 31.12.2020-მდე პერიოდში, შემოსავლის სახით 30873,6 ლარი მიიღო.
ხვიჩია ენმ-ის წევრებს მიმართავს: „მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია“
გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა