LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა რაოდენობის გაზი მივიღეთ წელს რუსეთიდან და რამდენად ვართ მასზე დამოკიდებული – მინისტრის განმარტება

88
9c2039f411fe6a5376862495c57ac5ae-XL

საქართველომ „გაზპრომისგან“ წელს დაახლოებით 160 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო, რაც მთლიანი მოხმარების ხუთი პროცენტია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანია.

„წინასწარი ინფორმაციით, წელს მთელი ჩვენი ბაზრის მოთხოვნა დაახლოებით 2.6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება, 95 პროცენტი ეს არის აზერბაიჯანული გაზი, რომელიც მოგვეწოდება ან სატრანზიტო კვოტით, ან აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ მიერ. რუსეთიდან წლის ბოლომდე შემოტანილ იქნება დაახლოებით 160 მილიონი კუბური მეტრი, რაც არის დაახლოებით 5 პროცენტი მთლიანი მოცულობის. არა მგონია, რომ მომავალ წელს ეს მოცულობა გაიზარდოს“, – აღნიშნა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g